ჩოგბურთი

10:34 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფა მაიამისთვის ემზადება

ორიოდე დღის წინ ერთ-ერთი ვარჯიშისას რაფა ნადალი უხერხულად დაეცა და მცირე ტრავმა მიიღო, თუმცა, 28 წლის მალიორკელს ეს მაიამის “მასტერზ1000”-ზე გამოსვლაში ხელს არ შეუშლის. ფლორიდის შტატის ტურნირის მეორე წრეში ნადალი თანამემამულე ნიკოლას ალმაგროსა და უკრაინელ სერგეი სტახოვსკის შორის მოგებულს შეხვდება.

“გადავწყვიტე, მაიამიში ვითამაშო, თუმცა, შეჯიბრების სტარტს ასპროცენტიანი მზადყოფნით ვერ ვხვდები. ვარჯიშზე დაცემის შემდეგ ვიფიქრე, რომ ამ ტურნირს გამოვტოვებდი, მაგრამ სამშაბათს ჩატარებული საათიანი ვარჯიშის შემდეგ დავასკვენი, რომ მაიამიში ასპარეზობა შემიძლია და თამაშის სურვილიც მაქვს”, - რაფას ეს სიტყვები AP-ის მოჰყავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110068