მადრიდის “რეალის” შემტევი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი გამოჯანმრთელდა და მან გუნდთან ერთად ივარჯიშა.
23 წლის კოლუმბიელ ფეხბურთელს 4 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია. “სევილიასთან” გამართულ მატჩში მან ტერფის ტრავმა მიიღო, რის გამოც როდრიგესს თვენახევარზე მეტი გაუცდა.
მადრიდული AS-ის ცნობით, სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა დღეს გუნდის იმ წევრებთან ერთად ივარჯიშა, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში არ გამოიძახეს.