ფრანგულმა “ლიონმა” გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მაქსიმ გონალონი დაახლოებით ერთი თვით დაკარგა. ამ ინფორმაციას Get Football News France ავრცელებს.
ლიგა ერთის გასულ ტურში, “ნიცასთან” გამართულ შეხვედრაში, გონალონმა გოლი გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი უქულოდ დარჩა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 26 წლის ნახევარმცველს ბარძაყის კუნთის ტრავმა მიუღია. სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ფეხბურთელი 3-4 კვირას გამოტოვებს.
მაქსიმ გონალონი “ლიონის” სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრია. ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში, 30 მატჩიდან მან 29 ძირითადში დაიწყო.