ფეხბურთი

18:31 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: “ბარსელონას” რთული კალენდარი აქვს”

მადრიდის “რეალის” ფრანგი თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა მიიჩნევს, რომ მის გუნდს, “ბარსელონასთან” არსებული 4-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია.

“საკუთარი ძალების კვლავ უნდა ვირმწუნოთ, რადგან “ბარსელონას”, ჩემპიონატში, საკმაოდ რთული კალენდარი აქვს. კატალონიელები “სევილიას” გასვლაზე და “ვალენსიას” სახლში უპირისპირდებიან.

აქცენტი საკუთარ თამაშებზე უნდა გავაკეთოთ და ყველა მათგანი მოვიგოთ. გარდა ამისა, კონკურენტის წარუმატებლობის იმედიც უნდა გვქონდეს. “რეალი” იმედს არ კარგავს და ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევას გეგმავს.” – ბენზემას ამ სიტყვებს Mარცა ციტირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112925