ფეხბურთი

16:33 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კრისტალ პალასი” ზაფხულში მბიას შეძენას აპირებს

ინგლისის საფეხბურთო კლუბ “კრისტალ პალას” ესპანეთის “სევილიასგან” ნახევარმცველ სტეფან მბიას შეძენა სურს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mirror იუწყება.

კამერუნელი ესპანეთში გატარებული ორი წლის შემდეგ ინგლისში დასაბრუნებლად მზადაა. ის 2012 წლიდან “ქუინზ პარკ რეინჯერსში” გამოდიოდა, ხოლო შემდეგ “სევილიაში” გაანათხოვრეს. მოგვიანებით კი, აფრიკელმა სევილიელებთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს მთავრდება. ლონდონელები ნახევარმცველის წარმომადგენლებს უკვე ესაუბრნენ.

მიმდინარე სეზონში მბიამ ესპანეთის ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129079