ფეხბურთი

13:33 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პერინი იტალიის ნაკრებს დააკლდება

“ჯენოას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარემ მატია პერინმა მხრის ტრავმა მიიღო და 3 კვირა უქმად ყოფნა მოუწევს. ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში ახალგაზრდა 22 წლის მეკარემ დაზიანება მიიღო და 52-ე წუთზე მოედანი დატოვა.

პერინი ანტონიო კონტემ მომავალი სანაკრებო მატჩებისთვის “სკუადრა აძურას” გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა. მატია იტალიის ნაკრებში მესამე მეკარედ ითვლება. კონტემ პერინის ნაცვლად ნაკრებში “ლაციოს” გოლკიპერი ფედერიკო მარკეტი გამოიძახა.

მიმდინარე სეზონში მატიამ ეროვნულ ჩემპიონატში 26 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი გაუშვა.

0.116277