ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ოთხეულებად დაყოფის შემდეგ, ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” პირველი გამარჯვება იზეიმა, სტუმრად, “ტადამონთან” – 75:96.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და კიდევ ორ თანაგუნდელთან ერთად, შეუცვლელად ითამაშა. ორმოც წუთში ცქიტიშვილის მონაგარი 9 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.
ნიკოლოზმა 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
მატჩში საუკეთესონი ამერიკელები იყვნენ. მასპინძელთა ლიდერმა კორი უილიამსმა 35 ქულა ჩააგდო, ხოლო სტუმარმა დეშუან სიმსმა 29 ქულა მოაგროვა.
“ჩემპვილმა” 8 მოგება და 10 მარცხი მოაგროვა და B ჯგუფში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ცქიტიშვილის კლუბი მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს აუტსაიდერ “ჰოოპსთან” ჩაატარებს.