კალათბურთი

23:24 | 23.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი განაცხადში ვერ მოხვდა

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ვთბ-ლიგის ეგიდით კრასნოიარსკის “ენისეის” ესტუმრა და 93:73 სძლია, თუმცა, ეს ქართველი კალათბურთელის გარეშე მოახერხა.

მოსკოველთა მთავარი მწვრთნელი დიმიტრის იტუდისი ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის გამო, იძულებულია, მატჩის განაცხადს მიღმა რომელიმე უცხოელი მოთამაშე დატოვოს. ამჯერად, ზედმეტი სწორედ მარკოიშვილი აღმოჩნდა.

გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი კაუნმა დაიდო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, 10-ქულიან ზღვარს ასცდნენ დე კოლო (15), ფრიძონი (14), უიმსი (14), ჰაინსი (13) და ვორონცევიჩიც (12).

ცსკა-მ 23 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და ვთბ-ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს. მარკოიშვილის კლუბი მომდევნო მატჩს 30 მარტს ჩეხური “ნიმბურკის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116341