მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, ბუნდესლიგის 26-ე ტურში საკუთარ მოედანზე “გლადბახთან” 0:2 მარცხი გუნდის ლიდერების არყოფნას დააბრალა.
“თამაში კარგად დავაწყეთ და წარმატებით ვაკონტროლებდით მეტოქის კონტრშეტევებს. ვცდილობდით, მაგრამ ფრანკისა და არიენის გარეშე გაგვიჭირდა. მეორე ტაიმში უკვე ემოციურად ვთამაშობდით და მოქმედებებს გააზრება აკლდა. თავის მხრივ, “გლადბახმაც” ძალიან კარგად ითამაშა. დავმარცხდით არა ნოიერის გამო, არამედ იმიტომ, რომ შეტევებში პრობლემები გვქონდა. ეს ბუნდესლიგაა და სულ ტყუილა ფიქრობს ზოგი, რომ აქ თამაში იოლია. მე კარგად ვიცი ეს რამდენად რთულია. ახლა თამაშს გავარჩევთ და სანაკრებო შესვენების დასრულების შემდეგ კვლავ დავიწყებთ გამარჯვებებს” - განაცხადა გერმანული გრანდის ესპანელმა თავკაცმა.