აშშ-ის კალიფორნიის შტატის ინდიან უელსის BNP Paribas Open-ის “მასტერზ1000”- ის წლევანდელ გათამაშებაში შარშანდელი ფინალი განმეორდა. გადამწყვეტ მატჩში ამჯერადაც ერთმანეთის პირისპირ სადღეისოდ რეიტინგსიის პირველ-მეორე ნომრები ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი წარსდგნენ. შარშანდელის მსგავსად სერბმა სამსეტიან პაექრობაში მოახერხა შვეიცარიელის ძლევა - 6:3, 6:7, 6:2. ჯოკოვიჩი მეოთხედ გახდა ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის გამარჯვებული.
სერბულ-შვეიცარიულმა დაპირისპირებამ 2 საათსა და 17 წუთს გასტანა. ჯოკოვიჩის აქტივში 5 ბრეიკი და 8 ეისია. საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში ნოვაკმა 18-ედ მოახერხა როჯერის დამარცხება, ფედერერს კი ჯოკოვიჩისთვის 20-ჯერ მოუგია.
ინდიან უელსში ტიტულის მოპოვებამ ჯოკოვიჩს ათასი სარეიტინგო ქულა და 940000 დოლარი მოუტანა.
და კიდევ ერთი – კალიფორნიაში ჯოკოვიჩმა მოგებულ ტიტულთა რაოდენობა “დაამრგვალა”, 50-მდე ავიდა და ამ მაჩვენებლით თავის ამჟამინდელ მწვრთნელს, გერმანელ ბორის ბეკერს გაასწრო.