იტალიის სერია A-ს XXVIII ტურის შემდგომ სატურნირო ცხრილში ძირეული ცვლილებები არ მომხდარა. გამარჯვების გემო გაიხსენა “რომამ”, ხოლო "ლაციო" ფანტასტიურ ასპარეზობას აგრძელებს. ჩვენდა გასახარად კი ამ ტურში ქართველმა ლევან მჭედლიძემ თავის გამოჩენაც მოახერხა.
კვლავ მოიგო ჩემპიონატის უპირობო ლიდერმა და ფავორიტმა ტურინის “იუვენტუსმა”. ტურინელებს ამჯერად ისეთივე ფეერიული თამაში არ უჩვენებიათ, როგორც ეს დორტმუნდში რამდენიმე დღიწ წინ გააკეთეს, მაგრამ სამი ქულა მაინც მოიხვეჭეს. მთავარი სიტყვა ამ შეხვედრაშიც არგენტინელმა კარლოს ტევესმა თქვა, რომელმაც 25-ე წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. გოლი კი ძალზე ლამაზი სანახავი გამოდგა. პერეირას გადაცემის შემდეგ ტევესმა გვერდი რამდენიმე მოწინააღმდეგეს ადვილად აუარა და მახვილი კუთხიდან, უძლიერესი დარტყმით აიღო მატია პერინის კარი. აღსანიშნავია, რომ ტევესს 62-ე წუთზე დუბლის შესრულებაც მართებდა, მაგრამ თერთმეტმეტრიანის გატანა მან ვერ მოახერხა. საბოლოოდ, “იუვემ” “ჯენოას” მინიმალურად – 1:0 აჯობა.
28-ე ტურის მეორე სათამაშო დღე ემპოლიში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა გუნდმა “სასუოლო” მიიღო და 3:1 დაამარცხა. ოთხივე გოლი მატჩის მეორე ნახევარში გავიდა და თანაც 15 წუთიან ინტერვალში. ჩვენდა გასახარად თავის გამოჩენა მასპინძელთა ქართველმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემაც შეძლო. ლევანი მოედანზე ერთი წუთის შესული არ იყო, როცა საჯარიმოში კარგად გაიხსნა და რიკარდო საპონარას დროული და ზუსტი გადაცემის შემდეგ იხეირა. მჭედლიძე სერია A-ს ისტორიაში შევიდა. იგი გახდა ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი მას შემდეგ, რაც მოედანზე შეცვლაზე შევიდა. ქართველმა გატანა თამაშში ჩართვიდან 14 წამში მოახერხა. მატჩის გმირი კი თავად საპონარა გახდა, რომელმაც გარდა იმისა, რომ მჭედლიძეს გაატანინა, დუბლიც შეასრულა. სტუმართა ერთადერთი გოლის ავტორიც “ემპოლის” ფეხბურთელი შეიქნა. 20 წლის დანიელე რუგანიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მიმდინარე სეზონში მჭედლიძემ სერია A-ში პირველად იხეირა. სულ ბოლოს კი მას თავის გამოჩენა დეკემბერში მოეხერხებინა, როდესაც იტალიის თასზე “ჯენოას” ლამაზი გოლი გაუტანა.
როგორც იქნა მოიგო “რომამ”. დედაქალაქელებმა 5 მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდგომ გასავარდნ ზონაში მყოფი “ჩეზენა” დაამარცხეს. “მგლებს” ვეტერანმა დანიელე დე როსიმ მოაგებინა, რომელიც ბოლო დროს ცუდ ფორმაში იმყოფება და იტალიის ნაკრებს მიღმაც დარჩა. დე როსის ადემ ლიაიჩის გადაცემიშ შემდეგ ახლო მანძილიდან ერთი შეხებით გაიტანა.
“რომას” არ ჩამორჩა თანაქალაქელი და მეორე ადგილისთვის თანამებრძოლი “ლაციო”. თანაც, “ბიანკოჩელესტემ” გაცილებით ლამაზ სტილში და ადვილად იმარჯვა “ჰელას ვერონას” წინააღმდეგ. ყველაფერი პირველ ტაიმში გაირკვა. ჯერ, ფელიპე ანდერსონმა ზუსტი თავური დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო ტაიმის ბოლოს ანტონიო კანდრევამ ჩინებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და როგორც შემდგომ გაირკვა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, - 2:0.
კვლავ ვერ მოიგო ამბიციურმა “ნაპოლიმ”, რომელიც უკვე მეოთხე ადგილსაც ჩამოშორდა. ნეაპოლელებმა დიდი უპირატესობის მიუხედავად აუტსაიდერ ბერგამოს “ატალანტასთან” ქულები გაიყვეს. მეტიც, რაფა ბენიტესის გუნდს მატჩის გადარჩენისთვის მოუწია ბრძოლა. საბოლოოდ, მაურისიო პინილიას გოლს 89-ე წუთზე დუვან ძაპატამ უპასუხა და ფრე, - 1:1.
“ნაპოლის” წაფორხილებით კარგად ისარგებლა და ადგილი გაუცვალა გენუის “სამპდორიამ”. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა საკუთარ მოედანზე უამბიციო მილანის “ინტერი” დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი კი 65-ე წუთზე ბრაზილიელმა ედერმა შორეული საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის საგზურის კიდევ ერთმა მაძიებელმა “ფიორენტინამ”. ფლორენციელებს უდინეში თრილერი გადახდათ თავს. თავიდან “უდინეზე” იგებდა, შემდეგ “ფიორენტინა”, საბოლოოდ კი მატჩი ფრედ დასრულდა. ფლორენცილეთა მხრიდან დუბლით გამორიჩა ტრავმამოშუშებული გერმანელი თავდამსხმელი მარიო გომესი.
გაკოტრებული “პარმა” კი საკუთარ მოედანზე “ტორინოსთან” უშანსოდ დამარცხდა. აქ “ხარებმა” მეტოქეს თითო ტაიმში თითო გატანილი გოლი აკმარეს და სამი ქულა მშვიდად მოიპოვეს.
“ემპოლი” – “სასუოლო” 3:1 (0:0)
ემპოლი, “კარლო კასტელანი”
მაყურებელი: 9.000
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ბარბა, მარიო რუი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე (სინიორელი 84); საპონარა (ზიელინსკი 70); პუჩიარელი, მაკარონე (მჭედლიძე 58)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, აჩერბი, პელუზო, ლონგი (ლაზარევიჩი 84); მისიროლი, მანიანელი (ფლოკარი 70), ტაიდერი; ბერარდი, ძაძა, სანსონე (ფლორო ფლორესი 75)
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
გოლები: 1:0 საპონარა (46), 1:1 რუგანი (49, ა.გ), 2:1 მჭედლიძე (59), 3:1 საპონარა (60)
გაფრთხილება: აჩერბი (44), ტაიდერი (61), მანიანელი (62)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 7 (1) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 10:4 გაფრთხილება: 0:3
მსაჯი: დინო ტომაზი
“იუვენტუსი” – “ჯენოა” 1:0 (1:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
მაყურებელი: 38.000
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი (პეპე 72), ვიდალი (სტურარო 88), მარკიზიო, პერეირა, პადოინი; ტევესი, ლორენტე (მატრი 72)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“ჯენოა” (3-4-3): პერინი (ლამანა 52); რონკალია, ბურდისო, დე მაიო; ედენილსონი, ბერტოლაჩი, კუჩკა, ბერგდიხი; პეროტი, ნიანგი (ბორიელო 46), ლესტიენი (ლაქსალტი 66)
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
გოლი: 1:0 ტევესი (25)
გაფრთხილება: კიელინი (49) - პეროტი (15), ბერტოლაჩი (23), ბორიელო (49), რონკალია (61)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 8 (1) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:4 გაფრთხილება: 1:4
მსაჯი: მარკო დი ბელო
“ჩეზენა” – “რომა” 0:1 (0:1)
ჩეზენა, “დინო მანუცი”
მაყურებელი: 16.000
“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; პერიკო, ლუკინი, კრაინჩი, კაპელი; ჯორჯი (პულძეტი 86), მუდინგაი, დე ფეუდისი (როდრიგესი 69); კარბონერო; ჯურიჩი (სუჩი 82), დეფრელი
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, მანოლასი, ასტორი, ჰოლებასი; უჩანი (პელეგრინი 67), დე როსი, ნაინგოლანი; ჟერვინიო (იბარბო 87), დუმბია, ლიაიჩი (იანგა-მბივა 79)
მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლი: 0:1 დე როსი (41)
გაფრთხილება: კაპელი (39), ლუკინი (49), მუდინგაი (89) - უჩანი (33), დე როსი (88)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (1) – 13 (4) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 7:3 გაფრთხილება: 3:2
მსაჯი: ანტონიო დამატო
“ლაციო” – “ვერონა” 2:0 (2:0)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 22.000
“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, მაურისიო, რადუ; პაროლო, ბილია; კანდრევა, მაური (ლულიჩი 74), ანდერსონი (პერეა 86); კლოზე (კეიტა 79)
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“ვერონა” (4-3-3): ბენუსი; მარტიჩი (ბრივიო 53), როდრიგესი, მორასი, პიზანო; ობადი, იონიტა (კამპანარო 85), ტაკჩიდისი (ნიკო ლოპესი 59); ლაზაროსი, ტონი, ჰალფრედსონი
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
გოლები: 1:0 ანდერსონი (5), 2:0 კანდრევა (45)
გაფრთხილება: როდრიგესი (45)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (9) – 3 (1) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 12:1 გაფრთხილება: 0:1
მსაჯი: დვიდე მასა
“პარმა” – “ტორინო” 0:2 (0:1)
პარმა, “ენიო ტარდინი”
მაყურებელი: 12.000
“პარმა” (3-5-2): იაკობუჩი; მენდესი, ლუკარელი, კოსტა; კასანი, ლილა (პალადინო 78), ნოჩერინო (გალოპა 68), ვარელა, ხორკერა; კოდა (გეძალი 67), ბელფოდილი
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; პერესი (დარმიანი 66), ბენასი (ბაშა 66), გაცი (გონსალესი 78), ელ კადური, მოლინარო; მაქსი ლოპესი, კვალიარელა
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
გოლები: 0:1 მაქსი ლოპესი (19), 0:2 ბაშა (73)
გაფრთხილება: ლუკარელი (36), ლილა (38), კასანი (45), ხორკერა (48) –ბენასი (44), ელ კადური (45)
გაძევება: ლუკარელი (36)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (3) – 15 (5) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 9:5 გაფრთხილება: 4:2 გაძევება: 1:0
მსაჯი: მაურიციო მარიანი
“ნაპოლი” – “ატალანტა” 1:1 (0:0)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
მაყურებელი: 34.000
“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, ენრიკე, კულიბალი, ბრიტოსი; ინლერი, ლოპესი (ძაპატა 80); კალეხონი (მერტენსი 65), დე გუზმანი, გაბიადინი (ჰამშიკი 70); იგუაინი
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
“ატალანტა” (4-4-1-1): სპორტიელო, ბელინი, სტენდარდო, ბიავა, დრამე; ძაპაკოსტა (დ’ალესანდრო 79), მილიაჩო, ჩიგარინი, გომესი; მაქსი მორალესი (ბაზელი 67); დენისი (პინილია 70)
მწვრთნელი: ედუარდო რეია
გოლები: 0:1 პინილია (72), 1:1 ძაპატა (89)
გაფრთხილება: ბრიტოსი (23), იგუაინი (78), მაჯო (90), ინლერი (90) – ძაპაკოსტა (33), გომესი (34, 55), დენისი (57), პინილია (90), სპორტიელო (90)
გაძევება: გომესი (55)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (11) – 9 (3) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 8:5 გაფრთხილება: 4:6 გაძევება: 0:1
მსაჯი: განპაოლო კალვარეზე
“სამპდორია” – “ინტერი” 1:0 (0:0)
გენუა, “მარასი”
მაყურებელი: 21.000
“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; აკქუა (ობიანგი 52), პალომბო, სორიანო (დანკანი 81); ედერი, მურიელი (ოკაკა 68), ეტო’ო
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, რანოკია, ვიდიჩი, ჟუან ჟესუსი; გუარინი, მედელი, ბროჟოვიჩი (პალასიო 76); შაქირი; იკარდი, პოდოლსკი (კამარა 88)
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გოლი: 1:0 ედერი (65)
გაფრთხილება: სორიანო (17), რომანიოლი (20), ედერი (86) – შაქირი (22), ვიდიჩი (31), ჟუან ჟესუსი (44), დ’ამბროზიო (64), იკარდი (68), მედელი (69)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 14 (4) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 5:7 გაფრთხილება: 3:6
მსაჯი: პაოლო ვალერი
“უდინეზე” – “ფიორენტინა” 2:2 (1:0)
უდინე, “ფრიული”
მაყურებელი: 11.000
“უდინეზე” (3-5-1-1): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, პირისი; ვიდმერი, ალანი, გილერმე (ბრუნო ფერნანდესი 79), კონე, გაბრიელ სილვა (ტერო 56); პინცი; დი ნატალე (გეიხო 80)
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი
“ფიორენტინა” (3-5-2): ნეტო; ტომოვიჩი, როდრიგესი, ბასანტა; ხოაკინი (ჯილარდინო 85), ბადეი, კურტიჩი, ბორხა ვალერო (მატი ფერნანდესი 61), პასკუალი; ილიჩიჩი (სალაჰი 69), გომესი
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
გოლები: 1:0 ვაგუე (15), 1:1 გომესი (50), 1:2 გომესი (53), 2:2 კონე (62)
გაფრთხილება: ვაგუე (49), პინცი (69), დანილო (72) - ილიჩიჩი (48), კურტიჩი (57), გომესი (62)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 12 (6) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 8:5 გაფრთხილება: 3:3
მსაჯი: მასიმილიანო ირატი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 16 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 15, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 13, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 13, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 12.