კალათბურთი

1:21 | 23.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის “კანტუ” პულენის “ენელ ბრინდისისთან” დამარცხდა

იტალიის სერია ა-ში გიორგი შერმადინის “კანტუ” “ენელ ბრინდისის” ესტუმრა და ოვერტაიმში 75:76 დამარცხდა.

ქართველი ცენტრისთვის თამაში წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა. ის სასტარტო ხუთეულში კი იყო, თუმცა, 19 წუთში მხოლოდ 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

გიორგიმ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

გამარჯვებულთა რიგებში 33 წუთს ითამაშა ქართული პასპორტის მქონე ჯეიკობ პულენმა. სხვათა შორის, რაც რიკი ჰიკმანის საქართველოს ნაკრებში თამაში თითქმის გამოირიცხა, პულენის დაბრუნების საკმაოდ დიდი შანსია, ამდენად, მასზე დაკვირვება საინტერესო უნდა იყოს.

პულენმა 8-დან 4 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და 16 ქულას 1 მოხსნა და 2 პასი წაამატა.

ჯეიკობის “ენელ ბრინდისი” 13 მოგებით და 10 მარცხით მე-6 ადგილზეა, შერმადინის “კანტუ” კი 10 მოგებით და 12 მარცხით მე-10 პოზიციამდე დაქვეითდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12487