დღეს მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-21 ტურის ერთ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მარტვილის ”მერანმა” ლანჩხუთის ”გურიას” უმასპინძლა და ლევან გეგეჭკორის მიერ გატანილი ჩინებული გოლის შედეგად, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
მასპინძლები საკადრო პრობლემებით შეხვდნენ დღევანდელ მატჩს. აკაკი წყაროზია ისევე როგორც წინა შეხვედრაში, დღესაც საკუთარ გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. ძირითად შემადგენლობას გამოაკლდა ასევე ქიქავა, რომელმაც წინა შეხვედრებში მიღებული ბარათების გამო ვერ ითამაშა. მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ შეხვედრაში ”მერანმა” ბოლომდე იბრძოლა, რაც საბოლოოდ გეგეჭკორის გოლით დააგვირგვინა.
რაც შეეხებათ სტუმრებს, გურულებს საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლეტქებული, კარგი გუნდი ჰყავთ და დღევანდელ შეხვედრაში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მასპინძლებს, მაგრამ მასპინძლების უპირატესობა აშკარა იყო და მარტვილელებმა 3 ქულაც დამსახურებულად მოიპოვეს.
პირველი ხიფათი ”მერანმა” მეტოქის კართან სწრაფადვე, მე-4 წუთზე შექმნა. ფლანგიდან გეგეჭკორის კარგი გადაცემის შემდეგ დავით ციცხვაია ცდილობდა ანგარიშის გახსნას, თუმცა სტუმართა კარის დარაჯმა იმერლიშვილმა დასწრებაზე ითამაშა კარგად. მე-11 წუთზე კიჭი მელიავა ფლანგზე გაიწრა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ამჯერადაც დამაჯერებელი იყო იმერლიშვილი. მელიავას გარღვევას, შალამბერიძის საპასუხო იერიში მოჰყვა, რომლის დარტყმული ბურთი მცირე მანძილით აცდა მამალაძის კარს. სტუმართა მხრიდან განსაკუთრებული აქტიურობით შალამბერიძე, ისიანი და კოშკაძე გამოირჩეოდნენ.
მე-18 წუთზე ციცხვაიას პასის შემდეგ გიგა წურწუმიას გაუჩნდა ახლო მანძილიდან ანგარიშის გახსნის კარგი შანსი, თუმცა სტუმრები ამ ეპიზოდშიც გადარჩნენ.
მატჩის მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა ”მერანის” უკრაინელმა დამრიგებელმა ვლადიმერ ლობასმა, პირველ ცვლილებას მიმართა და დავით ციცხვაიას ნაცვლად აკაკი შულაია შეიყვანა. შულაიას შესვლამ კიდევ უფრო გააძლიერა მერანელთა შეტევითი ხაზი და მასპინძლებმა არაერთი სახიფათო ეპიზოდი შექმნეს.
67-ე წუთამდე სტუმართა დაცვა კარგად უმკლავდებოდა ”მერანის” იერიშებს, თუმცა კარგად ითამაშა ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლევან გეგეჭკორმა. მან მეტოქე გუნდის საჯარიმოს მისადგომებთან დაჯაბნა, ბურთი გაისწორა და მოჭრილი შორეული დარტყმით იმერლიშვილის კარი ბადე შეარხია 1:0.
გაშვებული გოლის შემდეგ გურულებმა, თამაშის გადარჩენა სცადეს, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და საბოლოოდ მატჩი ”მერანის” გამარჯვებით დასრულდა.
22 მარტი. მარტვილი. ”მურთაზ” ხურცილავა”
მერანი (მარტვილი) - გურია (ლანჩხუთი) 1:0 (0:0)
მერანი: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, კიკნაველიძე, ფონიავა, წურწუმია (ფიფია, 82), ჯღამაია, ლომია (ქაჯაია, 90+2), გეგეჭკორი, დ. ციცხვაია (შულაია, 55).
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი
გურია: იმერლიშვილი, ცინცაძე, კილაძე, ჭეიშვილი, მჭედლიშვილი, გაბრიჩიძე (წილოსანი, 80), ზოზულია, კოშკაძე, ისიანი (ინგოროყვა,80), შალამბერიძე, მათიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ ლორია
გოლი: გეგეჭკორი (67)
გაფრთხილება: მჭედლიშვილი (35), კიკნაველიძე (45), ცინცაძე (48), კილაძე (51), ლომაშვილი (60), ინგოროყვა ( (85)
მთავარი მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი
მეგოლეები:
10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ირაკლი მოდებაძე (დილა)
8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)
7 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),
6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), შოთა ლომია (ზუგდიდი), გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;