ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ გოლდში მაღალ დონეზე მორიგი მატჩი ჩაატარა. ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნა” “ოვიედოსთან” 78:84 კი დამარცხდა, თუმცა, ქართველმა ფორვარდმა 21 ქულის ჩაგდება მოახერხა.
ბექა სასტარტო ხუთეულში იყო და 28 წუთში 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძეს აქტივში 5 მოხსნაც ჰქონდა, პასივში კი – 2 დაკარგვა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 17-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
“ლეიმა ბასკეტ კორუნამ” 10 მოგების წილ მე-14 მარცხი განიცადა და 15-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. 27 მარტს, ბურჯანაძის კლუბი “პლანასას” ესტუმრება.