ფეხბურთი

11:30 | 22.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაკრებო პაუზის წინ

ეს ტურიც და შემდეგ 3 აპრილამდე სანაკრებო პაუზა გამოცხადდება. 25 მარტს ჩვენი ეროვნული გუნდი თბილისში, “მიხეილ მესხზე” მალტას ამხანაგურად გაეჯიბრება, 29-ში კი “დინამო არენაზე” ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩში მსოფლიო ჩემპიონ გერმანიის ნაკრებს დაუხვდება.

21-ე ტურის მთავარი მატჩი “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე გაიმართება, სადაც “ცხინვალი” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებს. მოგეხსენებათ, გაზაფხულზე ზღისპირელები ჩინებულად ასპარეზობენ, ხუთი ტურიდან ხუთივე მატჩი მოიგეს და მეორე ადგილზე დგანან. თავის მხრივ, საპრიზო ადგილებზე მოხვედრის ამბიცია ცხინვალელებსაც აქვთ და თუ გავიხსენებთ, რომ წინა ტურში “ტორპედოსთან” ქუთაისში დამარცხდნენ და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს, კვირას უკან დასახევი გზა აღარ აქვთ.

საინტერესო უნდა გამოდგეს გორში, “დილასა” და “ჩიხურას” შეხვედრა. გორელებს საგაზაფხულო ეტაპი ცუდად არ დაუწყიათ. ერთი ტური ლიდერებიც კი იყვნენ, მაგრამ შემდეგ ქულები დაკარგეს და წინა ტურში მეორე ადგილი ბათუმელებს დაუთმეს. ამიტომ, ცხინვალელების არ იყოს, გორელებსაც აუცილებლად სჭირდებათ მოგება. თუმცა ეს იოლი არ იქნება. მართალია, საჩხერელები წლეულს შარშანდელივით ყოჩაღად ვეღარ ირჯებიან, მაგრამ ისევ სერიოზულ ძალას წარმოადგენენ.

“შუქურა” ”ზესტაფონს” უმასპინძლებს. ეს მატჩი მარგველთა უფინანსობის გამო ჩაშლის პირას იყო. თუმცა ბოლო მომენტში ისევ ადგილობრივმა ბიზნესმენებმა იყოჩაღეს, გუნდის ქობულეთში გამგზავრებისა და კვების ხარჯები (სულ - 3000 ლარი) საკუთარ თავზე ერთ-ერთმა ზესტაფონელმა ბიზნესმენმა (ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებთ) აიღო და ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ბატონმა ვასილი გერეგამ აიღეს.

“მერანი” გურიას უმასპინძლებს და ნავსის გატეხვას შეეცდება. მოგეხსენებათ, ახლახან მარტვილში ახლადგარემონტებული სტადიონი გაიხსნა. ჯერჯერობით “მერანმა” “მურთაზ ხურცილავაზე” ორი მატჩი ჩაატარა და ორივე წააგო.

ქუთაისში იმერული დერბია, ასევე ევროთასებზე მოხვედრის კანდიდატი “სამტრედია” ბოლო დროს მოფერიანებულ “ტორპედოს” ეწვევა. ამათ შეხვედრებს ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა ახლავს ხოლმე თან და ამჯერადაც ასე იქნება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგვთავაზებს.

22 მარტი

ცხინვალი – დინამო (ბათუმი)

თბილისი. ”მიხეილ მესხი.” სათადარიგო მოედანი. 15:00

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ზ. ბერულავა, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული: ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

პირველ წრეში: 1:0

დილა (გორი) – ჩიხურა (საჩხერე)

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 15:00

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ზვ. ერქვანია, დ. კურტანიძე, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული: ალექსანდრე კვახაძე (დილა)

პირველ წრეში: 1:2

კოლხეთი (ფოთი) – დინამო (თბილისი)

ლანჩხუთი. ”ევგრაფი შევარდნაძე.” 15:00

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ი. უკლება, დ. გაბისონია, ბ. ნინუა, შ. ქუხილავა, ი. ტუღუში (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული: ლევან კაკულია (კოლხეთი)

პირველ წრეში: 1:2

შუქურა (ქობულეთი) – ზესტაფონი

ქობულეთი. ”ჩელე არენა.” 15:00

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ლ. ვარამიშვილი, ფ. ჭაავა, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

პირველწრეში: 1:1

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზუგდიდი

მცხეთა. ”მცხეთა პარკი.” 15:00

მსაჯები: დ. სანოძე, ზ. მენთეშაშვილი, ს. სპიცინი, ი. მაჩიტიძე (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული: ბადრი დემეტრაშვილი (ვიტ ჯორჯია)

პირველწრეში: 3:1

მერანი (მარტვილი) – გურია (ლანჩხუთი)

მარტვილი. “მურთაზ ხურცილავა.” 15:00

მსაჯები: გ. დოგრაშვილი, ი. კაკაბაძე, დ. კვეტენაძე, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული: ვაჟა ქიქავა (მერანი)

პირველ წრეში: 0:1

მეტალურგი (რუსთავი) – სიონი (ბოლნისი)

რუსთავი,”ფოლადი.” 15:00

მსაჯები: ჯ. ხორავა, ზ. ფიფია, ზ. ასკაროღლი, გ. ვარდიაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული: გიორგი მიქაბერიძე (სიონი)

პირველ წრეში: 1:3

ტორპედო (ქუთაისი) – სამტრედია

ქუთაისი. ცენტრალუტრი. 17:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. თოდრია, გ. ელიკაშვილი, ვ. ბასილაია (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:0

1. დინამო თბ. 20 13 2 5 34:17 41
2. დინამო ბთ. 20 12 3 5 26:16 39
3. დილა 20 11 5 4 29:15 38
4. სამტრედია 20 10 4 6 25:15 34
5. ცხინვალი 20 10 3 7 20:25 33
6. ჩიხურა 20 8 6 6 26:22 30
7. გურია 20 7 8 5 19:25 29
8. შუქურა 20 7 6 7 21:20 27
9. ტორპედო 20 5 9 6 22:21 24
10. მეტალურგი 20 6 6 8 19:21 24
11. ზესტაფონი 20 5 8 7 37:33 23
12. მერანი 20 5 7 8 15:20 22
13. კოლხეთი 20 5 6 9 16:25 21
14. ზუგდიდი 20 5 6 9 13:23 21
15. სიონი 20 4 5 11 18:32 17
16. ვიტ ჯორჯია 20 3 4 13 17:27 13

მეგოლეები:

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

8 – ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 – ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), დათასიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),

6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), შოთა ლომია (ზუგდიდი), გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.116662