ფეხბურთი

1:48 | 22.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" ფრანგული სამი ქულა

იტალიის სერია A-ს XXVIII ტური ტრადიციულად ორი შეხვედრით დაიწყო. მილანში და ვერონაში გამართულ მატჩებში უძლიერესნი მასპინძლები აღმოჩნდნენ.

როგორც იქნა მოიგო “მილანმა”. მეორე საკითხია რაში წაადგება მოპოვებული სამი ქულა ფილიპო ინძაგის გუნდს, მაგრამ ამ ეტაპისთვის მთავარია, რომ “როსონერიმ” გამარჯვებას გემო ისევ გაუსინჯა. შავ-წითლების მეტოქე გასავარდნ ზონაში მყოფი “კალიარი” იყო, რომელიც, როგორც ჩანს სეზონის ბოლოს ელიტას დაემშვიდობება. მასპინძლებმა ადვილად აჯობეს სტუმრებს. შეხვედრის გმირი კი მილანელთა ფრანგი ლიდერი ჟერემი მენეზი გახდა, ვინაც დუბლი შეასრულა. ერთიც მისმა თანამემამულე ფილიპ მექსემ გაიტანა. სტუმართაგან კი თავის გამოჩენა კოლუმბიელმა ფარიასმა შეძლო, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში ერთი ხანობა წონასწორობა აღადგინა, თუმცა, საბოლოო გამარჯვება მაინც “მილანს” დარჩა ანგარიშით, - 3:1.

ტურის პირველ შეხვედრაში კი ვერონას “კიევომ” უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა სიცილიური “პალერმოს” წინააღმდეგ. “ბენტეგოდიზე” გამართული მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძელთა თავდამსხმელმა ალბერტო პალოსკიმ გაიტანა.

XXVIII ტურის დარჩენილი მატჩები 22 მარტს გაიმართება.

“კიევო” – “პალერმო” 1:0 (1:0)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 11.000

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, ცეზარი, ძუკანოვიჩი; სკელოტო, იცკო, რადოვანოვიჩი, ბირსა (ბოტა 60); პალოსკი (ბირაგი 77), მეჯორინი (პელისიერი 74)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“პალერმო” (4-3-2-1): სორენტინო; ვიტიელო (რისპოლი 75), ტერცი, ანდელკოვიჩი, დაპრელა (ლაზაარი 69); ბარეტო, მარესკა, რიგონი; ქუაისონი (ბელოტი 53), ვასკესი; დიბალა

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

გოლი: 1:0 პალოსკი (36)

გაფრთხილება: იცკო (42) – მარესკა (29), ანდელკოვიჩი (61, 86)

გაძევება: ანდელკოვიჩი (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 17 (5) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 5:8 გაფრთხილება: 1:3 გაძევება: 0:1

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“მილანი” –“კალიარი” 3:1 (1:0)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 30.748

“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, მექსე, პალეტა, ანტონელი; პოლი, ვან გინკელი, დე იონგი (ესიენი 88); მენეზი, დესტრო (პაცინი 74), ჰონდა (ჩერჩი 70)

მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი

“კალიარი” (4-3-3): ბრკიჩი; გონსალესი (ჟოაო პედრო 46), ჩეპიტელი, დიაკიტე, აველარი; კრესეტიჯი, ეკდალი, დონსა; ფარიასი, საუ, მპოკუ (კოსუ 66)

მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი

გოლები: 1:0 მენეზი (21), 1:1 ფარიასი (47), 2:1 მექსე (49), 3:1 მენეზი (78, პენ)

გაფრთხილება: დე იონგი (73) - კრესეტიჯი (32), გონსალესი (45), ფარიასი (51), ჩეპიტელი (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 11 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 10:5 გაფრთხილება: 1:4

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

ბომბარდირები: ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 15 გოლი, კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 15, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 13, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 13, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 12.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118709