Spanish Football-ის ცნობით, სერხიო ბუსკეტსი “ელ კლასიკოში” მონაწილეობის მიღებას შეძლებს. “ბარსელონას” 26 წლის ნახევარმცველმა ბოლომდე მოირჩინა კოჭის ტრავმა, რომელიც “ვილიარეალთან” მატჩის დროს მიიღო.
წყაროს ცნობით, ბუსკეტსი შუა კვირაში ვარჯიშს დაუბრუნდა და “ელ კლასიკოსთვის” სასურველ ფორმაში შევა.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი 28-ე ტურში “ბარსელონა” შინ “რეალს” დაუპირისპირდება. მატჩი 22 მარტს თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.