ფეხბურთი

19:12 | 21.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციო” და ანდერსონი ახანგრძლივებენ

რომის “ლაციოს” ბრაზილიელმა შემტევმა ფელიპე ანდერსონმა კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გააგრძელა. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა სტეფანო დე მარტინომ რომაული კლუბის რადიოსთან საუბარში განაცხადა. ძველ ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის ივნისში გასდიოდა და ახლა “არწივებმა” იმედისმომცემი ბრაზილიელი 2020 წლამდე დაიბევეს.

მიმდინარე სეზონს ანდერსონი ძალიან კარგად ატარებს. ჯამში ჩატარებულ 24 შეხვედრაში მის ანგარიშზე 9 გატანილი გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

0.119055