კალათბურთი

2:27 | 21.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიაკოსი” დამარცხებულია!

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის ტოპ-16-ში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო. ბასკური კლუბი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ პირეოსის “ოლიმპიაკოსს” დაუხვდა და 74:73 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 21:56 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. თოკომ 6-დან 1 ორქულიანი და 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

“ლაბორა კუჩას” რიგებში საუკეთესო მაიკ ჯეიმსი იყო 17 ქულით, 6 მოხსნით და 5 ჩაჭრით, “ოლიმპიაკოსს” კი, რომელსაც ლიდერი ვასილის სპანულისი აკლდა, პრინტეზისმა (15) და ჰანტერმა (14) ულიდერეს.

შენგელიას გუნდმა 5 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და თურქული “ანადოლუ ეფესის” დევნას განაგრძობს. “ლაბორალ კუჩა” სტამბოლელებთან ერთად F ჯგუფში მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს, პლეი-ოფში კი საუკეთესო ოთხეული გავა.

ბასკები მომდევნო მატჩს 26 მარტს მილანში “ემპორიო არმანისთან” ჩაატარებენ, რომლის აქტივშიც მხოლოდ 3 გამარჯვებაა.

0.126211