ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა უახლოესი ორი შეხვედრისთვის 25 მოთამაშეს უხმო.
“წითელი ეშმაკები” ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ მატჩს ჩაატარებენ. 28 მარტს ისინი ბრიუსელში კვიპროსის ნაკრებს დაუხვდებიან, ხოლო სამ დღეში ისრაელს დაუპირისპირდებიან იერუსალიმში.
ვილმოტსის რჩეულთა სია ასეთია:
მეკარეები: ტიბო კურტუა (“ჩელსი”), სიმონ მინოლე (“ლივერპული”), ჟან-ფრანსუა ჟილე (“კატანია”);
მცველები: ტობი ალდერვეირელდი (“საუთჰემპტონი”), ლორენ სიმანი (“მონრეალი”), ლორენს დე ბუკი (“ბრიუგე”), ჟასონ დენაიერი (“სელტიკი”), ნიკოლას ლომბერტსი (“ზენიტი”), ვინსენტ კომპანი (“მანჩეტერ სიტი”), ტომას მუნიერი (“ბრიუგე”);
ნახევარმცველები: სტივენ დეფური (“ანდერლეხტი”), ნასერ ჩადლი, მუსა დემბელე (ორივე “ტოტენჰემი”), აქსელ ვიტსელი (“ზენიტი”), კევინ დე ბრუინი (“ვოლფსბურგი”), მარუან ფელაინი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), რაჯან ნაინგოლანი (“რომა”);
თავდამსხმელები: ედენ აზარი (“ჩელსი”), დივოკ ორიჯი (“ლილი”), მიჩი ბაჩუაი (“მარსელი”), იენიკ ფერეირა-კარასკო (“მონაკო”), დრის მერტენსი (“ნაპოლი”), კრისტიან ბენტეკე (“ასტონ ვილა”), რომელუ ლუკაკუ (“ევერტონი”).