ფეხბურთი

17:32 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონს” დაფინანსებაზე ისევ უარი უთხრეს

საქართველოს ორგზის ჩემპიონ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ფინანსური კრიზისი გრძელდება. ზესტაფონის საკრებულომ გუნდის დაფინანსების საკითხი განიხილა, თუმცა ამ ეტაპზე თანხის გამოყოფისგან თავი შეიკავა.

ტელეკომპანია “ტვ-სპორტთან” საუბარში “ზესტაფონის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა განაცხადა, რომ გუნდი 22 მარტს, ქობულეთის “შუქურას” წინააღმდეგ სათამაშოდ ვერ გავა.

“გუნდი 99%-ით უმაღლესი ლიგის მომდევნო მატჩზე ვერ ითამაშებს. უკვე ველაპარაკე ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის უფროსს დიმიტრი ბოკერიას და საქმის კურსში ჩავაყენე. თამაშზე გასასვლელად 3 ათასი ლარი გვჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ თანხა არსაიდან ჩანს”, - თქვა ხუციშვილმა.

საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” უკვე კარგა ხანია თავისი ქალაქის საკრებულოსგან 200 ათას ლარიან დახმარებას ითხოვს, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებისგან ჯერჯერობით ქალაქის ხელმძღავნელები თავს იკავებენ. საკრებულოს უარის მიზეზად იურიდიული ნიუანსები სახელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10979