მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ევროლიგის ტოპ-16-ში მორიგი მატჩი მოიგო. მოკოვური გრანდი მალაგას სტუმრობდა და პირველი ტაიმის შემდეგ, ადგოლობრივ “უნიკახას” მხოლოდ 4 ქულის სხვაობით უგებდა, შესვენების შემდეგ კი, ყველაფერი თავის ადგილას დადგა და 95:77 იმარჯვა.
სამწუხაროდ, რომ ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა ქართველ კალათბურთელს მხოლოდ 2:04 წუთი დაუთმო, რა დროშიც, მანუჩარმა 1 დაკარგვა მოასწრო.
სტუმართა რიგებში საუკეთესო სერბი მილოშ ტეოდოსიჩი იყო, რომელსაც თამაშის დღეს 28 წელი შეუსრულდა. მან 30:12 წუთში 25 ქულა და 8 პასი მიითვალა.
ცსკა-მ F ჯგუფში 9 მოგებით პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა, ეს დროებითია, რადგანაც სხვა ლიდერები – ფენერბაჰჩე და ოლიმპიაკოსი მე-11 ტურის მატჩებს დღეს გამართავენ.
ბერძნული გრანდი ბასკეთში თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” სტუმრობს. ეს მატჩი თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.