ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელმა თავკაცმა ლუის ვან გაალმა აღიარა, რომ “ოლდ ტრაფორდი” მის სამწვრთნელო კარიერაში უკანასკნელი გაჩერება იქნება.
“მე უკვე მოვხუცდი და ეს ჩემი ბოლო სამუშაოა. აღარაფერი შეიცვლება. უფრო მეტი დრო უნდა დავუთმო შვილებს, შვილიშვილებს და მეუღლეს. ისინი იმსახურებენ ჩემს ყურადღებას. სამუშაოს გამო ვერასდროს მივდივარ დროზე ოჯახურ დღესასწაულებზე: მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ შვილიშვილის დაბადების დღე გამოვტოვე. ეს ჩემში არ ზის. ჩემს მეუღლეს სურს, რომ სამსახური ახლავე მივატოვო. პორტუგალიაში ისეთი სახლი მაქვს, სამოთხე გეგონებათ. სწორედ იქ ვაპირებ ცხოვრებას, გოლფის თამაშს და გემრიელი კერძებით დატკბობას” - განაცხადა ვან გაალმა.
2014 წლის ზაფხულში 63 წლის ვან გაალმა “მანჩესტერთან” სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.