ჩოგბურთი

8:38 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერბულ-შოტლანდიური ნახევარფინალი კალიფორნიაში

ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის პირველი ნახევარფინალური წყვილი რეიტინგსიის სერბმა ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და კლასიფიკაციაში მეოთხე ადგილზე მყოფმა შოტლანდიელმა ენდი მარეიმ შეადგინეს. ბალკანელი ამ სტადიაზე უბრძოლველად გავიდა (ავსტრალიელმა ბერნარდ ტომიჩმა ზურგის ტრავმის მომიზეზებით კორტზე გასვლა იუარა), ბრიტანელმა კი ესპანელ ფელისიანო ლოპესს 6:3, 6:4 მოუგო.

ბრიტანულ-პირენეულმა დაპირისპირებამ საათნახევარს გასტანა. 27 წლის მარეის ანგარიშზე 3 ბრეიკი და 4 ეისია. მარეი საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში მეათედ შეხვდა ლოპესს და მეათედაც შეძლო მისი დამარცხება.

შეგახსენებთ, კალიფორნიის შტატის ინდიან უელსის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც შარშანდელ ფინალში როჯერ ფედერერს მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117964