ფეხბურთი

15:00 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დეპაით ინგლისური კლუბები დაინტერესდნენ

როგორც goal.com იუწყება "მანჩესტერს" პსვ-ს ფეხბურთელის მემფის დეპაის შეძენა სურს. აღნიშნული წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოთამაშის შესაძენად 31 მილიონი გირვანქის გადახდას აპირებს. "მანჩესტერსა" და ჰოლანდიურ კლუბს შორის მოლაპარაკება დაწყებულია.

ლუის ვან გაალის გარდა, რომელიც დეპაის ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში წვრთნიდა, 21 წლის ფეხბურთელის შეძენით ინგლისური პრემიერლიგის კიდევ 2 გუნდის "ლივერპულის" და "ტოტენჰემის" დამრიგებლები არიან დაინტერესებულნი.

მემფისი ბრწყინვალე სეზონს ატარებს - ერედივიზიონის 23 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114923