როგორც სოციალურ ქსელში ფოთის "კოლხეთის" ოფიციალური გვერდი გვამცნობს, უმაღლესი ლიგის გასულ ტურში, საჩხერის "ჩიხურასთან" მატჩის შემდეგ "კოლხეთის" კლუბის ავტობუსს ტექნიკური პრობლემები შეექმნა.
ფოთური კლუბის სამწვრთნელო კორპუსმა დახმარებისთვის მიმართა ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელ გიორგი დარასელიას. მან ოპერატიულად გამოაგზავნა 2 სამარშრუტო ავტობუსი, რომელთა მეშვეობით მოხერხდა "კოლხეთის" ფოთში დაბრუნება.
შეგახსენებთ, 1996-1997 წლებში გიორგი დარასელია ფოთის "კოლხეთის" შემადგენლობაში თამაშობდა, სადაც 28 მატჩში 15 გოლი გაიტანა.