"მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა დაასრულა. მანუელ პელეგრინის გუნდი "ბარსელონასთან" გასვლით შეხვედრაში დამარცხდა. მატჩის შემდგომ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა თამაშის შესახებ ისაუბრეს.
"ვფიქრობ, ეს იყო განსაკუთრებული ღამე, ძალიან დადებითი გუნდისთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ჩვენ მივაღწიეთ მიზანს და კარგია, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაგვიყენებია შემდეგ ეტაპზე გასვლა. ბრწყინვალედ ითამაშა "მანჩესტერ სიტის" მეკარემ - ჯო ჰარტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ასევე გამოვარჩევდი ლიონელ მესის. ახალს მასზე ვერაფერს ვიტყვი, მესი ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებულ კვალს ტოვებს", - აღნიშნა ლუის ენრიკემ.
"მატჩისგან სიამოვნება არ მიმიღია, რადგან მწვრთნელი თამაშის მიმდინარეობისას შედეგზე ფიქრობს. მატჩისშემდომ კი ძალიან გახარებული ვიყავი, რადგან გავაანალიზე გამარჯვება", - დაასრულა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა.
"ნამდვილად არ ვარ ბედნიერი ამ ღამით. "ბარსელონამ" ბრწყინვალედ ითამაშა. განსაკუთრებით გამოვყოფდი მესის თამაშს. ჯო ჰარტმა წარმოუდგენელი სეივები გააკეთა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა", - აღნიშნა მანუელ პელეგრინიმ