კალათბურთი

10:07 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 10 ქულა და 7 მოხსნა ჩემპიონთან

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მორიგ მატჩში ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” შინ “სან ანტონიო სპურსთან” 103:114 დამარცხდა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა. ფაჩულიამ გუნდს 10 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი შესძინა. ზაზამ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

“მილუოკელთა” რიგებში ყველაზე მეტი 19 ქულა იანის ანტეტოკუნმპომ ჩააგდო. ჩემპიონებიდან დანი გრინი 20 ქულით და 8 მოხნით გამოირჩა.

“მილუოკი ბაქსი” 34 მოგებით და ამდენივე წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებს.

0.117386