ფეხბურთი

21:05 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არწივებს” რემი სურთ

ლონდონური “კრისტალ პალასი” თანაქალაქელი “ჩელსის” თავდამსხმელით ლოიკ რემით დაინტერესდა – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Star-ი.

“არწივების” მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ “ნიუკასლში” მუშაობისას წვრთნიდა ფრანგ ფორვარდს და მისი შესაძლებლობები კარგად მოეხსენება. ალანს ყოფილი შეგირდის დამატება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სურს. 28 წლის ფეხბურთელი “ჩელსის” ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და დიდი შანსია, რომ პარდიუს წინადადებას დასთანხმდეს.

რემის “არისტოკრატებთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და 12 თებერვლის მონაცემებით 10.56 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.

მიმდინარე სეზონში ლოიკმა ლონდონური კლუბის მაისურით 24 შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თეგებილოიკ რემი
0.106837