ჩოგბურთი

11:44 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერისა და ნადალის მერვედფინალები

როჯერ ფედერერმა და რაფა ნადალმა ინდიან უელსის BNP Paribas Open-ის “მასტერზ1000”-ის მესამე წრის შეხვედრებშიც ორსეტიანი მატჩებით იმარჯვეს. 33 წლის შვეიცარიელმა იტალიელ ანდრეას სეპის 6:3, 6:4 მოუგო, ხოლო 28 წლის ესპანელმა ამერიკელ დონალდ იანგს 6:4, 6:2 სძლია. მომდევნო სტადიაზე ფედერერი ამერიკელ ჯეკ სოკს შეხვდება, ნადალი კი მეოთხედფინალში გასასვლელად ფრანგ ჟილ სიმონს დაუპირისპირდება.

რეიტინგსიის მეორე ნომერმა ფედერერმა 31 წლის სეპის ძლევას საათი და 22 წუთი მოანდომა. როჯერმა 3 ბრეიკი, 6 ეისი შეასრულა და ანდრეასთან პირადი მატჩების ანგარიში 11:1 გახადა.

ნადალს რაც შეეხება, მალიორკელი კარიერის განმავლობაში მეორედ დაუპირისპირდა 25 წლის იანგს და მეორეჯერაც მოახერხა მისი წინააღმდეგობის დაძლევა. საათსა და 20 წუთში რაფამ 6 ბრეიკი და ერთიც ეისი განახორციელა.

0.147295