როგორც სოციალურ ქსელში ფოთის “კოლხეთის” ოფიციალური გვერდი იუწყება, გუნდს საჩხერის “ჩიხურასთან” შეხვედრაში 20 წლის მცველი ზურაბ თევზაძე და 19 წლის ნახევარმცველი ლევან შენგელია დააკლდებიან. ახალგაზრდა მოთამაშეებს ტრავმები აწუხებთ.
უმაღლესი ლიგის მე-20 ტურის მატჩები 18 მარტს გაიმართება. “ჩიხურასა” და “კოლხეთის” შეხვედრა საჩხერის ცენტრალურ სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.