ფეხბურთი

21:26 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 17-წლამდელები პრესტიჟისთვის იბრძოლებენ

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში, მე-3 ჯგუფში საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის 17 წლამდე ფეხბურთელების მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდის შემადგენლობა ცნობილია.

საქართველო: ჩოჩიშვილი, ბერძენაძე, ლოჩოშვილი, კობოური, ბულუხაძე, კუხიანიძე, ნიკოლაშვილი, არდაზიშვილი, გვასალია, არაბიძე (კ), ბუღრიძე.

მთავარი მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა.

ჩრდილოეთ ირლანდია: გარტსაიდი, ნ.კერი, მ.კერი, კინგი (კ), ჰამილი, გორდონი, იუნგი, კონატი, მაკკი, ლავერი, შევლინი.

მთავარი მწვრთნელი: ჯიმ მაგილტონი.

ელიტ რაუნდში ტყებუჩავას შეგირდებმა პირველი მატჩი მასპინძელ ჰოლანდიასთან 0:2 წააგეს, ხოლო ბელგიასთან – 0:4. შესაბამისად, უქულოდ და გატანილი გოლის გარეშე ბოლო ადგილზე არიან.

ჩრდილოეთ ირლანდიამ ჰოლანდიასთან 1:1 ითამაშა, ბელგიასთან კი, 0:4 დამარცხდა. ჯგუფს 6 ქულით ბელგია ლიდერობს. მეორე ადგილზე 4 ქულით ჰოლანდიაა. ბელგია-ჰოლანდიის დაპირისპირება, თბილისის დროით 22:00 საათზე, საქართველო-ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩის პარალელურად გაიმართება.

0.136877