ფეხბურთი

20:53 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 21-წლამდელების მეტოქის შემადგენლობა ცნობილია

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პეტრაკოვმა ის 21 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც შეკრებაზე თურქეთში წაიყვანს, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთან ჩაატარებს.

უკრაინის ამ ფორმაციის ნაკრები 2015 წელს ახალ ზელანდიაში გასამართ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

პეტრაკოვმა შეკრებისთვის შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:

მეკარეები: რომან პიდკივკა (“კარპატი”), ბოგდან სარნავსკი (“შახტარი”).

მცველები: პაველ პოლეგენკო (“დინამო”), იური ტკაჩუკი, ალექსეი კოვტუნი (ორივე “მეტალისტი”), ანდრე მარკოვიჩი (“კარპატი”), ტარას კაჩარაბა (“ჰოვერლა”), ედუარდ სობოლი (“მეტალურგი”, დონეცკი), არტურ კუზნეცოვი (“მეტალურგი”, ზაპოროჟიე).

ნახევარმცველები: ევგენი ჩუმაკი, იგორ ხარატინი (ორივე “დინამო”), ვლადისლავ კაბაევი (“ჩერნომორეცი”), სერგეი კულინიჩი (“მეტალურგი”, ზაპოროჟიე), ვიაჩესლავ ტანკოვსკი (“შახტარი”), ვალერი ლუჩკევიჩი (“დნიპრო”).

თავდამსხმელები: რომან იარემჩუკი (“დინამო”), მაქსიმ ბანასევიჩი, დმიტრი ლუკაშოვი (ორივე “ზორია”), ნიკიტა ტატარკოვი (“მეტალურგი”, ზაპოროჟიე), არტემ ბესედინი (“მეტალისტი”), ევგენი ნემტინოვი (“ილიჩევეცი”).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117449