ავსტრალიელმა მოკრივემ ბრეიდონ სმიტმა კარიერაში პირველი მარცხი განიცადა, ფილიპინელ ჯონ მირალდესთან ორთაბრძოლის დასრულებიდან რამდენიმე საათში კი ბრისბენის ჰოსპიტალში სული განუტევა.
10 რაუნდიან პაექრობაში საშუალო წონით კატეგორიაში WBC Asian Boxing Council-ის ვერსიით კონტინენტის ჩემპიონი უნდა გამოვლენილიყო. მსაჯებმა გამარჯვება ერთხმად ფილიპინელს მიაკუთვნეს, ბრეიდონმა მოწინააღმდეგეს მოგება მიულოცა, გასახდელში გავიდა და გონება დაკარგა. სმიტი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ტვინში სისხლჩაქცევის დიაგნოზი დაუსვეს და სპორტსმენის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
მორალდესთან დაპირისპირებამდე სმიტს მიჯრით 12 მოგება ჰქონდა (10 ნოკაუტით), წლეულს კი იურისტის დიპლომიც აიღო. ბრეიდონისთვის 13-ე ორთაბრძოლა ტრაგიკული აღმოჩნდა...