ფეხბურთი

15:49 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმში სტადიონს ესპანური კომპანიის პროექტით ააშენებენ

ბათუმში საფეხბურთო სტადიონს ესპანური კომპანია IBERPROEXS ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT-ის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით ააშენებენ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, კონკურსში, რომელშიც 11 კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებული 17 მარტს ბათუმის ყინულის სასახლეში გამოავლინა.

სტადიონი 20000 ადამიანზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში ახალი არენის აშენებას 36 მილიონ ლარად გეგმავს. თუმცა, ბოლო პერიოდში ლარის დევალვაციის გამო, შესაძლოა თანხა 4-5 მილიონი ლარით გაიზარდოს. პროექტის მოსამზადებლად 650000 ლარია გათვალისწინებული. მშენებლობის დაწყება სექტემბრისთვისაა გათვალისწინებული.

0.113207