ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატში დამაჯერებელ თამაშს განაგრძობს. მართალია, “სკიტას” “ჩემპვილმა” “საგესესთან” 87:91 წააგო, ქართველი ფორვარდი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.
ცქიტიშვილმა შეუცვლელად ანუ 40 წუთს ითამაშა და 18 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ნიკოლოზმა 7-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2-ჯერ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ჩემპვილს” 7 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდა და ლიბანის პირველობის მე-2 ეტაპზე შექმნილ B ჯგუფში მე-3 ადგილზე დარჩა.