წარსულში ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა კარლ ჰაინც რიდლემ იტალიურ გამოცემა "ტუტოსპორტთან" საუბარში განაცხადა, რომ "დორტმუნდისა და "იუვენტუსის" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალის წინ, ფავორიტი იტალიური გრანდია.
"ბორუსიას" დიდი ფეხბურთელები ჰყავს, როგორებიც არიან როისი, გუნდოგანი და ობამეიანგი, მაგრამ "იუვე" ამ დაპირისპირებაში ფავორიტია. ტურინელები გაცილებით სტაბილურები არიან მიმდინარე სეზონში", - განაცხადა რიდლემ.
აღსანიშნავია, რომ რიდლეს ტურინის "იუვენტუსის" კარში 1997 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2 გოლი აქვს გატანილი.
"დორტმუნდისა" და "იუვენტუსის" პირველი მატჩი იტალიელებმა საკუთარ მოედანზე 2:1 მოიგეს. განმეორებით შეხვედრა კი "სიგნალ იდუნა პარკზე" 18 მარტს გაიმართება.