ჩოგბურთი

11:35 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის და ნადალის ორსეტიანი მოგებები

ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ენდი მარეის მსგავსად, კალიფორნიის შტატის ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის მესამე წრეში როჯერ ფედერერმა და რაფა ნადალმა ორსეტიანი მოგებების შდეგად გააღწიეს. ტურნირზე მეორე ნომრად განთესილმა შვეიცარიელმა არგენტინელ დიეგო შვარცმანს 6:4, 6:2 სძლია, ხოლო მესამე ნომრად განთესილმა ესპანელმა ანალოგიური ანგარიშით ჰოლანდიელ იგორ სისლინგს აჯობა.

ფედერერი მეოთხე წრეში იტალიელ ანდრეას სეპის შეხვდება. ჩვენი ბოლო შეხვედრისას ცუდად ვითამაშე და ამჯერად, შეცდომების დაშვებას არ ვაპირებო, განაცხადა როჯერმა აპენინელთან დაპირისპირების წინ.

ნადალი მომდევნო ოპონენტი ამერიკელი დონალდ იანგია. მალიორკელის თქმით, ბოლო პერიოდში იანგმა თამაშს საგრძნობლად უმატა და რაფა რთულ მატჩს ელის.

ინდიან უელსში მესამე სტადიაზე ვერ გააღწია შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ, რომელიც ჰოლანდიელ რობინ ჰაასესთან 3:6, 6:3, 3:6 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113448