ფეხბურთი

4:14 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” კლასიკოს ერთქულიანი უპირატესობით ხვდება

მოახლოებულ “ელ კლასიკოს” “ბარსელონა” ერთქულიანი უპირატესობით ხვდება. შაბათს კატალონიელებმა “ეიბარი” დაამარცხეს, ხოლო გუშინ “რეალმა” “ლევანტეს” სძლია შინ და ლიდერებს შორის სხვაობა კვლავ უცვლელი დარჩა.


მადრიდელებს ყველა ტურნირის ჩათვლით სამმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ, რამაც კარლო ანჩელოტის ძირითადი შემადგენლობის შეცვლისკენ უბიძგა. სასტარტოში გამოჩნდნენ კეილორ ნავასი, ლუკას სილვა, ლუკა მოდრიჩი და სერხიო რამოსი, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოირჩინა. “ბლანკოსმა” თავიდანვე დიდი ძალებით შეუტია მეტოქეს და რონალდუს მალევე შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმა ძელმა მოიგერია. მე-18 წუთზე პორტუგალიელს კვლავ არ გაუმართლა, მას შესანიშნავი მაკრატელა გაჰქონდა, თუმცა ივან რამისმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, შემდეგ დავიდ ნავარომ გამოტანის ნაცვლად, გარეტ ბეილს დაასვა ბურთი, რომელმაც ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი. უელსელი აქტიურობას განაგრძობდა, ის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში აწვდიდა, თუმცა ბურთი სიმაოს მოხვდა და კინაღამ გოლი გავიდა. “ლევანტე” ხარიხამ იხსნა. “რეალმა” ტაიმის ბოლომდე გატანა მაინც მოახერხა, მე-40 წუთზე რონალდუს დარტყმა გარეტ ბეილს მოხვდა და მარინიოს კარში შევარდა.

მეორე ნახევარშიც მასპინძლები დომინირებდნენ. გამოსარჩევია ქარიმ ბენზემას მომენტი, ფრანგი ფორვარდი ულამაზეს გოლს იტანდა ქუსლით, თუმცა ბურთი ხარიხამ აისხლიტა. სტუმრები ძალიან უსუსურად გამოიყურებოდნენ და მთელი შეხვედრის განმალობაში კეილორ ნავასს საქმე არ ჰქონია – 2:0.

იოლად იმარჯვა “სევილიამ”, რომელმაც ბაკას დუბლითა და გამეიროს გოლით შინ დაამარცხა “ელჩე”. “დალაქებს” 52 ქულა აქვთ და მეოთხე ადგილოსან “ატლეტიკოს” ოთხი ქულით ჩამორჩებიან.

“ვილირეალმა” გასვლაზე “ალმერიას” ვერ გაუტანა, თუმცა არც გაუშვა და ტაბლოზე ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ორივე გუნდმა 10 კაცით დაასრულა. მასპინძლებს მე-40 წუთზე დოს სანტოსი გაუძევეს, ხოლო სტუმრებს 55-ე წუთზე კოსტა.

“მალაგამ” ანდალუსიურ დერბიში ლა ლიგის ბოლოადგილოსანი “კორდობა” ხუანმისა და ამრაბატის გოლებით დაამარცხა. “მედუზები” 44 ქულით მეშვიდე ადგილზე არიან, ხოლო “კორდობამ” ზედიზედ მერვე შეხვედრა წააგო და ცხრილის ფსკერზე მყარად დამკვიდრდა. მიროსლავ ჯუკიჩის შეგირდებს მეორე წრეში ქულა არ აქვთ აღებული.

ალმერია – ვილიარეალი 0:0


ალმერია, “ხუეგოს მედიტერანეოსი”

ალმერია (4-2-3-1): ხულიანი, ტრახილიო, მ.დოს სანტოსი, დუბარბიერი (კასადო 83), მიჩელი, ვერზა, ტეიე, კორონა (მენდეში 68), ბიფოუმა (ველეზი 46), ვ.სილვა, ჰემედი.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

ვილიარეალი (4-4-2):
ასენხიო, ბაილი, დორადო, რუკავინა, ხ.კოსტა, მარკოსი, პინა, კემპბელი (გასპარი 66), მ.გომესი (ჩერიშევი 63), ჯოვანი (ვიეტო 61), ხ.მორენო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გაფრთხილებები: მ.დოს სანტოსი, კორონა, ველეზი, ვერზა – რუკავინა, დორადო, ხ.კოსტა, ხ.მორენო, პინა
გაძევებები: მ.დოს სანტოსი (40), ხ.კოსტა (55).
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 10(2)-18(7), ჯარიმა: 16-15, კუთხური: 4-3, თამაშგარე: 3-0, სეივი: 7-2

მალაგა – კორდობა 2:0 (0:0)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ანხელერი, როსალესი, ბოკა, დარდერი, კამაჩო, კასტილიეხო (ლ.ალბერტო 60), სამუელი (რესიო 82), ჰორტა, ხუანმი (ამრაბატი 73).
მწვრთნელი: ხავი გრასია

კორდობა (4-2-3-1): საიზარი, პანტიჩი, კრესპო, ლუსო (კამპაბედალი 72), ვიკო (ფ.როსი 67), ეკენგი (ანდონე 46), კრინი, ბ.გარსია, ზუკულინი, ბებე, გილასი.
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

გოლები: 1:0 ხუანმი (48), 2:0 ამრაბატი (84).
გაფრთხილებები: ანდონე, ბებე
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 19(6)-4(2), ჯარიმა: 11-15, კუთხური: 2-3, თამაშგარე: 3-2, სეივი: 2-4

სევილია – ელჩე 3:0 (2:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1):
ს.რიკო, კოლოძიეჩაკი, პარეხა, კოკე, ტრემულინასი, იბორა (მ’ბია 78), კრიშოვიაკი, რეიესი (ვიდალი 65), ბანეგა, დენის სუარესი, ბაკა (გამეირო 73).
მწვრთნელი: უნაი ემერი

ელჩე (4-2-3-1): ტიტონი, ლომბანი, როკო, სისმა, დამიან სუარესი, პასალიჩი (კ.ერერა 66), ანხელი, ვ.როდრიგესი (ა.ხიმენესი 85), ფაჟრი, კორო (გ.როდრიგესი 60), ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 1:0;2:0 ბაკა (18 პენ;31), 3:0 გამეირო (81).
გაფრთხილებები: კრიშოვიაკი, ბანეგა – კორო, ანხელი, სისმა
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 12(4)-14(3), ჯარიმა: 13-11, კუთხური: 5-8, თამაშგარე: 5-1, სეივი: 3-1

რეალი – ლევანტე 2:0 (2:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): ნავასი, რამოსი, პეპე, კარვახალი, მარსელო, მოდრიჩი (ილარამენდი 78), ლ.სილვა, ისკო (ხესე 69), ბეილი, რონალდუ, ბენზემა (ერნანდესი 82).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ლევანტე (4-4-2): მარინიო, ნავარო, რამისი, ივანი, ტონიო, სიმაო, კამარასა, ხუმეტრა (ელ ჟარი 59), მორალესი (რ.გარსია 59), უჩე (კასადედუსი 75), ბარალი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

გოლები: ბეილი 18;40.
გაფრთხილებები: რამოსი, მოდრიჩი
მსაჯი: პერეს მონტერო
ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 22(6)-8(0), ჯარიმა: 9-14, კუთხური: 10-4, თამაშგარე: 5-0, სეივი: 0-4

თეგებილა ლიგა
0.174025