ესპანეთის რანგით მე-2 ლიგაში შედეგიანი დღე ჰქონდა ქართველ კალათბურთელ ბექა ბურჯანაძეს, რომელმაც “პრატ ხუვენტუტთან” სტუმრად მოგებულ (69:63) მატჩში 20 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.
ბურჯანაძე “ლეიმა ბასკეტ კორუნას” სასტარტო ხუთეულში იყო და 27:55 წუთში 8-დან 3 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, აქტივში 2 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი – 2 დაკარგვა და 2 პერსონალური ფოლი. ისიც ვთქვათ, რომ ბექას წინააღმდეგ თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
ბურჯანაძის გუნდმა 13 მარცხის წილ მე-10 გამარჯვება იზეიმა და 15-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 20 მარტს, შინ, “ოვიედოსთან” გამართავს.