ფეხბურთი

2:10 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტონიმ ტონს აუწია და “ნაპოლი” უქულოდ დატოვა

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის მეორე სათამაშო დღეც მიილია. გამარჯვება კვლავინდებურად სანატრელი აქვს “ინტერს”. მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი “ნაპოლი” კი გენიალურმა ლუკა ტონიმ წააქცია.

ცუდი პერიოდი უდგას ამბიციურ “ნაპოლის”. სამხრეთელები უკვე სამი ტურია მოგების გარეშე ასპარეზობენ. ამჯერზე რაფა ბენიტესის გუნდს ფეხი ვერონაში, ადგილობრივ “ჰელასთან” დაუცდა. შეხვედრის გმირი კი 38 წლის ლუკა ტონი გახდა, ვინაც მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა. ტონიმ მარიანო ანდუხარის კარი პირველად მე-7 წუთზე აიღო, როცა საჯარიმოში კარგად შევიდა და ცარიელ კარში ზუსტად დაარტყა. ამ ეპიზოდში მეკარისა და ჯანდომენიკო მესტოს შეუთანხმებელი მოქმედებაც თვალში საცემი გახლდათ. 2006 წლის “ოქროს ბუცის” ფლობელმა დუბლი 51-ე წუთზე გაახერხა. ემილ ჰალფრედსონის გადაცემის შემდეგ ტონიმ ბურთი სტუმართა კარში ერთი შეხებით გადაგზავნა. უბერებელ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში უკვე ცამეტი გატანილი გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში გაერია. რაც შეეხება თამაშს, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და “ნაპოლის” სავარაუდოდ, მესამე ადგილთან გამომშვიდობება ამ ეტაპისთვის მაინც მოუწევს.

მილანის “ინტერი” უკვე ვეღარც გასავარდნად განწირულ “ჩეზენას” უგებს. მეტიც, “ნერაძურის” საკუთარ მოედანზე ქულის გადარჩენისთვის მოუწია თამაში. 30-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა კარბონერომ მოხდენილი გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაში ფრანგი ფორვარდი გრიგორი დეფრელი გაიყვანა, რომელიც არ დაბნეულა და სამირ ჰანდანოვიჩს ბურთი თავს ზემოთ ლამაზად გადაავლო. მასპინძლებმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრეს. 48-ე წუთზე “ინტერმა” არგენტინული გოლი შეაგდო. მაურო იკარდის დაბალ ჩაწოდებას როდრიგო პალასიო გამოეხმაურა და თავისი გუნდი მარცხისაგან იხსნა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და მოპოვებული ქულით უფრო კმაყოფილი “ჩეზენა” უნდა დარჩენილიყო.

ისევ შავ დღეშია ერთ დროს მრისხანე “პარმა”. ფინანსურ კრიზისში მყოფი და ცხრილის ფსკერზე დალექილი ემილიური გუნდი ამჯერად, “სასუოლოსთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა. პირველ ტაიმში მასპინძელთაგან დუბლით ნიკოლა სანსონე გამოირჩა. “პარმას” ყოფილმა ფორვრდმა ჯერ, ახლო მანძილიდან გაიტანა, შემდეგ კი დაახლოებით 30 მეტრიდან იხეირა. ამ გოლთა შორის ემილიელებმა ერთი ხანობა გაათანაბრეს. თავის გამოჩენა ალბანელმა ანდი ლილამ შეძლო. აღსანიშნავია, რომ ლილას დარტყმული ბურთი “სასუოლოს” კაპიტან მანიანელის შეეხო და ისე აღმოჩნდა ანდრეა კონსილის კარის ბადეში. მეორე ტაიმში “ნეროვერდიმ” ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა. ჯერ, დომენიკო ბერარდიმ თერთმეტმეტრიანით, შემდგომ კი მისიროლიმ უკვე შორეული დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში, - 4:1 დააფიქსირეს. გამოსარჩევია, რომ ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა 4 მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.

მოულოდნელად დასრულდა მატჩი გენუაში, სადაც მასპინძელი “ჯენოა” ვერონას “კიევოსთან” უშანსოდ დამარცხდა. შეხვედრის გმირი კი სტუმართა ფორვარდი ალბერტო პალოსკი შეიქნა, ვინაც მეორე 45 წუთში მატია პერინს ორჯერ აჯობა. პირველ შემთხვევაში “მილანის” ყოფილმა თავდამსხმელმა ერთი-ერთზე გაუტანა იტალიის ნაკრების კარის დარაჯს, მეორე ჯერზე კი რიკარდო მეჯორინის ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა კარში და აუტსაიდერთა რიგებში მყოფ თავის გუნდს სასიცოცხლო მნიშვნელობის გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ჯამპიერო გასპერინის “ჯენოამ” კი ამ მარცხის შემდეგ სავარაუდოდ, ევროსარბიელზე გასვლის შანსები ძალზე შეიმცირა.

მოსაწყენი შეხვედრა გაიმართა “ატლეტი აძურიზე”. ბერგამოს “ატალანტამ” და “უდინეზემ” ერთამანეთის კარს გასაღები ვერ მოუძებნეს და უგოლოდ გაიყარნენ. აღსანიშნავია, რომ ბერგამოელები უკვე მეორე მატჩია ახალი მთავარი მწვრთნელის, ედუარდო რეიას ხელმძღვანელობით თამაშობენ და ორივე აღნიშნული მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა.

XXVII ტური ორშაბათს სამი, მეტად საინტერესო მატჩებით დასრულდება. ფლორენციაში, “ფიორენტინა” – “მილანს”, ტურინში, “ტორინო” – “ლაციოს”, ხოლო რომში, “რომა” – “სამპდორიას” უამსპინძლებს.

“ატალანტა” – “უდინეზე” 0:0 (0:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 14.000

“ატალანტა” (3-4-2-1): სპორტიელო; სტენდარდო, ბიავა (სკალონი 72), კერუბინი; მაზიელო, კარმონა, ჩიგარინი, დრამე; მორალესი (ემანუელსონი 65), გომესი (მილიაჩო 79); დენისი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“უდინეზე” (3-5-1-1): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, პირისი; ვიდმერი, ალანი (ბადუ 81), გილერმე, პინცი, პასკუალე; ბრუნო ფერნანდესი (გეიხო 88); დი ნატალე (ტერო 67)

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი

გაფრთხილება: ბიავა (32), ჩიგარინი (43) – პასკუალე (51), პინცი (61), ბადუ (89)

გაძევება: კარმონა (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 8 (1) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 5:3 გაფრთხილება: 2:3 გაძევება: 1:0

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“ჯენოა” – “კიევო” 0:2 (0:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 20.000

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; ბერდიხი (ბორიელო 46), ბერტოლაჩი, რინკონი, ედენილსონი (კუჩკა 77); იაგო ფალკე, ნიანგი (პავოლეტი 70), პეროტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, ცეზარი, დაინელი (გამბერინი 68), ძუკანოვიჩი; სკელოტო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი (კრისტიანსენი 31), ბირსა; პალოსკი, მეჯორინი (ბირაგი 81)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლი: 0:1 პალოსკი (49), 0:2 პალოსკი (68)

გაფრთხილება: ბერტოლაჩი (11), იაგო ფალკე (27), რინკონი (70), დე მაიო (81) – ცეზარი (21), დაინელი (68), ბირსა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (3) – 14 (6) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 4:5 გაფრთხილება: 4:3

მსაჯი: დანიელე დოვერი

“სასუოლო” – “პარმა” 4:1 (2:1)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 13.000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, აჩერბი, პელუზო, ლონგი; მანიანელი, მისიროლი (ბიონდინი 68), ტაიდერი; ბერარდი (ფლორო ფლორესი 69), ძაძა, სანსონე (ფლოკარი 73)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“პარმა” (4-2-3-1): მირანტე; მენდესი, ლუკარელი, სანტაკროჩე (კასანი 46), გობი; გალოპა, ნოჩერინო; ლილა (კოდა 58), მაური, ვარელა (იაკობუჩი 61); ბელფოდილი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 სანსონე (24), 1:1 ლილა (26), სანსონე (36), 3:1 ბერარდი (61, პენ), 4:1 მისიროლი (65)

გაფრთხილება: აჩერბი (6), ბერარდი (38) – გობი (23), სანტაკროჩე (28), მაური (52), გალოპა (68)

გაძევება: მირანტე (61)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 7 (3) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 4:3 გაფრთხილება: 2:4 გაძევება: 0:1

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

“ვერონა” – “ნაპოლი” 2:0 (1:0)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 19.000

“ვერონა” (4-3-3): ბენუსი; სალა, როდრიგესი, მორასი, პიზანო; ობადი (ლაზაროსი 71), ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი; გომესი (გრეკო 67), ტონი, იანკოვიჩი (მარტიჩი 85)

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მესტო (იგუაინი 67), ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი; ლოპესი, ინლერი; მერტენსი, ჰამშიკი (გაბიადინი 82), დე გუზმანი (კალეხონი 61); ძაპატა

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლები: 1:0 ტონი (7), 2:0 ტონი (51)

გაფრთხილება: სალა (26, 90), გომესი (44), ობადი (70), ტაკჩიდისი (72), ლაზაროსი (80), ტონი (90) - გულამი (9), მესტო (52), ალბიოლი (57), გაბიადინი (89), ბრიტოსი (90)

გაძევება: სალა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 16 (8) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 5:6 გაფრთხილება: 7:5 გაძევება: 1:0

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ინტერი” – “ჩეზენა” 1:1 (0:1)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 37.000

“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, რანოკია, ანდრეოლი, დოდო (სანტონი 63); გუარინი, მედელი, კუჟმანოვიჩი (პოდოლსკი 46); შაქირი (კოვაჩიჩი 24), იკარდი, პალასიო

მწრთნელი: რობერტო მანჩინი

“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; კაპელი, მაგნუსონი, კრაინჩი, პერიკო; ჯორჯი, მუდინგაი (კაშონე 80), დე ფეუდისი (პულძეტი 74); კარბონერო; დეფრელი, ჯურიჩი (როდრიგესი 81)

მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო

გოლები: 0:1 დეფრელი (30), 1:1 პალასიო (48)

გაფრთხილება: რანოკია (45) - დეფრელი (27)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 6 (1) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 7:2 გაფრთხილება: 1:1

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 15 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 13, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 13, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 13, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 12.

0.234283