ფეხბურთი

20:25 | 15.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტიას გამარჯვების გოლი

უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრაში “ზორიამ” ზაპოროჟიეში ჯაბა ლიპარტის გოლით ოდესის “ჩერნომორეცი” დაამარცხა (1:0). ჯაბა ლიპარტია სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო. 27 წლის ფეხბურთელმა 77-ე წუთზე თანაგუნდელ ტოტოვიცკის პასი გამოიყენა და მიმდინარე წელს უკრაინის ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა.

რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვური დერბი გაიმართა. “სპარტაკმა” 1:0 დაამარცხა “დინამო.” ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა დუგლას ფრანკო ტეიშეირამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მურატ იაკინმა სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა ჯანო ანანიძე. 73-ე წუთზე ქართველი შემტევი ტიმოფეევმა შეცვალა. სატურნირო ცხრილში “სპარტაკი” 32 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

ბელგიის ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრაში ლიეჟის “სტანდარდმა” საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით “გენკი” დაამარცხა. ერთადერთი გოლი 20 წლის ბელგიელმა ჟულიენ დე სარტმა გაიტანა. “გენკში” სრულად ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა, ლუკა ზარანდია კი განაცხადში ვერ მოხვდა. 30 ტურის შემდეგ 16 გუნდიან ბელგიის ჩემპიონატში “გენკი” 49 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

კვიპროსის ჩემპიონატში “ნეა სალამინამ” შინ 1:0 დაამარცხა “ახნასი.” გიორგი პაპავამ სრულად ითამაშა, შოთა გრიგალაშვილი ტრავმირებულია.

გასვლით შეხვედრაში “დოქსამ” მინიმალური სხვაობით დაამარცხა “ოთელოსი.” მატჩი სრულად ჩაატარეს ელგუჯა გრიგალაშვილმა და როინ კვასხვაძემ, ხოლო სასტარტოში მოთამაშე ლევან ხმალაძე 79-ე წუთზე შეცვალეს. ბოლო ადგილზე მყოფი “ოთელოსი” ჩემპიონატიდან გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.

0.114833