“მილანის” ბრაზილიელმა მცველმა ალექსმა ვარჯიში განაახლა და კლუბს ორშაბათს “ფიორენტინასთან” მატჩში დაეხმარება.
ალექსს ცხვირი ჰქონდა გატეხილი, რის გამოც “კიევოსთან” ვერ ითამაშა. ორშაბათს, თბილისის დროით 22:00 საათზე იტალიის სერია ა-ს 27-ე ტურის მატჩში “ფიორენტინა” შინ “მილანს” დაუპირისპირდება.