კალათბურთი

17:27 | 15.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კუპატაძე ქალთა ევროლიგის ოთხთა ფინალზე, რატიშვილი – ევროჩელენჯის 1/4-ფინალის გადამწყვეტ მატჩზე

ფიბა-ევროპამ ქართველი მსაჯ-კომისრები მეტად საპასუხისმგებლო მატჩებზე დანიშნა. ფიბა-ს კომისარი მერაბ რატიშვილი და არბიტრი მაკა კუპატაძე ევროპის უმაღლესი დონის მატჩებს მოემსახურებიან, რაც ქართველი მსაჯ-კომისრების კიდევ ერთი აღიარებაა.

მაკა კუპატაძე მიწვეულია პრაღაში, სადაც ქალთა ევროლიგის ოთხთა ფინალი გაიმართება. ევროლიგის გადამწყვეტ მატჩებში მონაწილეობას რუსული კლუბები - „ეკატერინბურგი“ და კურსკის „დინამო“, ასევე თურქული „ფენერბაჰჩე“ და ჩეხური „პრაღა“ მიიღებენ. არბიტრი მაკა კუპატაძე ამ გუნდებს შორის 10 და 12 აპრილს დაგეგმილ მატჩებს მოემსახურება.

არანაკლებ მნიშვნელოვან მატჩზეა მიწვეული მერაბ რატიშვილი. გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში 17 მარტს კაცთა ევროჩელენჯის მეოთხედფინალის მე-3, გადამწყვეტი მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს „სკაილაინერსი“ და „რუსული „ენისეი“ შეხვდებიან. გამარჯვებული გუნდი აღნიშნული ტურნირის ოთხთა ფინალის საგზურს მოიპოვებს. სწორედ ამ მატჩზე მერაბ რატიშვილი კომისრად იმუშავებს.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116664