“არგენტინული “რივერ პლეიტის” პრეზიდენტზე დაყრდნობით, Marca ავრცელებს ინფორმაციას, რომ კლუბის 18 წლის მეკარე აუგუსტო ბატალია, ზაფხულში იჯარის წესით “რეალში” გადავა.
წყაროს ცნობით, არგენტინელი მეკარე “სამეფო კლუბში”, სულ მცირე, 1 წელი დარჩება. აუგუსტოს სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონდეს, ჯერ “რეალის” მეორე კლუბ “კასტილიაში” ითამაშებს.
ბატალია არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების წევრია და 6 მატჩი აქვს ჩატარებული.