ფეხბურთი

12:23 | 15.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულის მე-19 ტური: ლიდერი ისევ თბილისის “დინამოა”

საინტერესოდ მიმდინარეობს წლევანდელი ეროვნული ჩეპიონატი. შესაძლოა, ფეხბურთის ხარისხი ისეთი ვერაა, გულშემატკივარს რომ სურს, მაგრამ სატურნირო მდგომარეობის მხრივ, მართლაც გამორჩეულია. აბა, ვნახოთ, პირველი სამეულის გუნდებს შორის სხვაობა თითო ქულაა და ლიდერი ყოველ ტურში შეიძლება შეიცვალოს.

ამიტომაც იყო, ერთი დღით ბათუმის “დინამოც” რომ მოექცა ცხრილის სათავეში. ასეთი რამ კი 90-იანი წლების შემდეგ აღარ მომხდარა. მართალია, მეორე დღეს ყველაფერი ძველებურად დალაგდა, მაგრამ მაინც.

პირველი სამეული ვახსენეთ და არც “ცხინვალი”და “სამტრედია” ჩამორჩებიან ამათ ბევრად. ორივეს ევროთასებზე გასვლის პრეტენზია აქვთ და ცხადია, ტურის მთავარი მატჩი სწორედ მათი დაპირისპირება იყო, “მიხეილ მესხის” სათადაროგო მოედანზე. ცხინვალელებმა აჯობეს მეტოქეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს 2:1, რითაცსამტრედიელთა კლუბის პრეზიდენტი, კარლო კალაძეც აღაშფოთეს. როგორც ყოველთვის, სამტრედიელთა მატჩს ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძეც დაესწრო.

ეს ცხინვალელთა ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ ჩემპიონატში. მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგო ბათუმის ”დინამომ.” ზღვისპირელებმა ამჯერად სტუმრად ”მერანი” დაამარცხეს და ცოტა ხნით სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ, თუმცა შაბათს ყველაფერი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. ”მერანმა”კი ზედიზედ მეორედ წააგო თავის ახალგახსნილ სტადიონზე.

თბილისის “დინამომ” ქობულეთში “შუქურასთან” ლაშა პარუნაშვილის გოლით იმარჯვა და კვლავ პირველ ადგილზეა. გორში “დილამ” “ზუგდიდი” 4:0 გაანადგურა და ლიდერს კვლავ ერთი ქულით ჩამორჩება. ამ მატჩში ჰეთ თრიქი ნიკა კვეკვესკირმა მიითვალა.

“ტორპედომ” 27 სექტემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. მცხეთაში აუტსაიდერ “ვიტ ჯორჯიას” შოთაAბაბუნაშვილის გოლით მოუგო. არადა, აქამდე ქუთათურებს 12 ტურის განმავლობაში არ ენახათ განმარჯვების სიხარული. შესაბამისად, “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად მოიგო გიორგი დარასელიამ. აი,”ვიტელთა” ახალი დამრიგებლის, თენგიზ კობიაშვილის დებიუტი კი მარცხიანი გამოდგა.

გაზაფხულზე პირველად გაიმარჯვა ”ზესტაფონმა.” მარგველებმა ბოლნისის ”სიონს” ოთხი გოლი გაუტანეს ორის წილ.

მე-19 ტური

13 მარტი

ცხინვალისამტრედია 2:1 (0:0)

1:0 Lლაშა შინდაგორიძე (17), 1:1 ლევან კაკუბავა (30), 2:1 რატი ცაწკრიალაშვილი (57)

მერანი (მარტვილი) – დინამო (ბათუმი) 1:2 (1:0)

1:0 ლევან გეგეჭკორი (38), 1:1 გიორგი ბერიაშვილი (65), 1:2 გიორგი ქავთარაძე (89)

ზესტაფონისიონი (ბოლნისი) 4:2 (2:1)

0:1 დათა სიჭინავა (6), 1:1, 2:1 ირაკლი სიხარულიძე (10, 27), 3:1 ოთარ ხიზანეიშვილი (60) , 4:1 გიორგი ილურიძე (71),4:2 გიორგი ცხადაია (89)

14 მარტი

შუქურა (ქობულეთი) –დინამო (თბილისი) 0:1 (0:1)

0:1 ლაშა პარუნაშვილი (18)

დილა (გორი) – ზუგდიდი 4:0 (2:0)

1:0, 2:0, 3:0 ნიკა კვეკვესკირი (25, 39, 75), 4:0 მიხაილ გორელიშვილი (80)

მეტალურგი (რუსთავი) – ჩიხურა (საჩხერე) 0:0

კოლხეთი (ფოთი) – გურია (ლანჩხუთი) 0:1 (0:1)

0:1 ალექსანდრე კოშკაძე (20)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:0)

0:1 შოთა ბაბუნაშვილი (77)

მე-20 ტური

18 მარტი. ოთხშაბათი

გურია – დილა, სამტრედია – ზესტაფონი, დინამო(თბ) - მეტალურგი, ჩიხურა – კოლხეთი, დინამო (ბთ) – ვიტ ჯორჯია, ტორპედო - ცხინვალი, სიონი – შუქურა, ზუგდიდი - მერანი

1. დინამო თბ 19 12 2 5 32:17 38
2. დილა გორი 19 11 4 4 29:15 37
3. დინამო ბთ 19 11 3 5 24:15 36
4. ცხინვალი 19 10 3 6 20:23 33
5. სამტრედია 19 9 4 6 22:15 31
6. გურია 19 7 7 5 19:25 28
7. ჩიხურა 19 7 6 6 21:21 27
8. მეტალურგი 19 6 6 7 19:19 24
9. შუქურა 19 6 6 7 18:19 24
10. ზესტაფონი 19 5 8 6 37:30 23
11. მერანი 19 5 7 7 15:17 22
12. ტორპედო 19 4 9 6 20:21 21
13. კოლხეთი 19 5 6 8 15:20 21
14. ზუგდიდი 19 4 6 9 10:23 18
15. სიონი 19 4 5 10 17:29 17
16. ვიტ ჯორჯია 19 3 4 12 16:25 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

8 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ნიკა კვეკვესკირი (დილა)

6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.124014