კალათბურთი

11:07 | 15.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 14 ქულა და მარცხი მემფისში

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” ტენესიში “მემფის გრიზლისთან” 83:96 დამარცხდა. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 26 წუთი და 38 წამი დაჰყო.

ქართველმა ცენტრმა გუნდს 14 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი შესძინა. ფაჩულიამ 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 4 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ზაზას ბოლო სამ მატჩში საჯარიმო სროლა არ გაუფუჭებია და უკვე ზედიზედ 14 საჯარიმო აქვს ჩაგდებული.

მატჩში ყველაზე მეტი, 19 ქულა, “მილუოკის” ფორვარდმა იანის ანტეტოკუნმპომ ჩააგდო.

“მილუოკი” 34 მოგებით და 32 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130518