ჩოგბურთი

9:04 | 15.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის დამაჯერებელი სტარტი

მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერმა და კალიფორნიის შტატის ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის მოქმედმა გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტიტულის დაცვა წარმატებით დაიწყო. 27 წლის სერბმა კვიპროსელ მარკოს ბაღდატისს 6:1, 6:3 მოუგო.

კლასიფიკაციაში 61-ე ადგილზე მყოფი 29 წლის კუნძულელის დამარცხებას “ნოლემ” 59 წუთი მოანდომა. ჯოკოვიჩის აქტივში 4 ბრეიკი და 6 ეისია. ნოვაკი საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში მერვედ შეხვდა ბაღდატისს და მერვედაც მოახერხა კვიპროსელის ძლევა.

მესამე წრეში ჯოკოვიჩი ფრანგი ჟულიენ ბენეტოსა და ესპანელი ალბერტ რამოსის შორის მოგებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის შარშანდელი გათამაშების ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა შვეიცარიელ როჯერ ფედერერს სძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114495