ფეხბურთი

3:10 | 15.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” წინ მიიწევს, “ატლეტიკომ” მესამე ადგილი დათმო

ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მეორე სათამაშო დღე საინტერესოდ წარიმართა და ერთი სენსაციაც დაფიქსირდა. მადრიდის “ატლეტიკომ” გასვლაზე “ესპანიოლს” ვერ მოუგო და მესამე ადგილი “ვალენსიას” გადააბარა. სამაგიეროდ, ბასკეთში იმარჯვა “ბარსელონამ” და ამ მომენტისთვის “რეალს” ოთხი ქულით უსწრებს.

ოთხშაბათს “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ელის “მანჩესტერ სიტისთან”. ამიტომაც, ლუის ენრიკემ რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცა, ხოლო ალბა და ალვეში დისკვალიფიცირებულნი იყვნენ. მიუხედავად ამისა, “ბლაუგრანამ” ზედმეტი წვალების გარეშე მოახერხა გამარჯვების მოპოვება. 31-ე წუთზე ეკიზამ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, რისთვისაც დელ სერო გრანდემ პენალტი დანიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ აქცია გოლად და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანო რონალდუს გაუსწრო. 55-ე წუთზე არგენტინელმა თავური დარყმით დუბლის შესრულება მოახერხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2. აღსანიშნავია, რომ “ეიბარმა” ზედიზედ მერვე შეხვედრა წააგო ლა ლიგაში. შესაბამისად, ბასკური კლუბი მეორე წრეში კვლავ უქულოდაა.

ბარსელონაში ქულების დაკარგვა მესამე ადგილის დათმობის ფასად დაუჯდა მადრიდის “ატლეტიკოს”. “როხიბლანკო” მთელი შეხვედრის განმალობაში ფლობდა სათამაშო უპირატესობას, თუმცა ამის გოლად ასახვა ვერ მოახერხა. პირველი საგოლე შანსი ფერნანდო ტორესს ჰქონდა, მაგრამ მისი თავური დარტყმა კასილიამ კუთხურზე მოიგერია. მალევე კოკეს შეეძლო გატანა, მაგრამ ახალგაზრდა ნახევარმცველმა ოდნავ ააცილა. მასპინძელთა კარს ემუქრებოდა ანტუან გრიზმანიც, თუმცა მასაც სიზუსტე დააკლდა. მადრიდელთა გეგმები ტაიმის დამატებულ წუთზე აირია, როდესაც ჟოაო მირანდამ აბრაჰამ გონსალესის წინააღმდეგ იუხეშა და წითელი ბარათი დაიმსახურა. დიეგო სიმეონემ დაცვაში ბალანსი შეტევის შესუსტების ხარჯზე აღადგინა და ფერნანდო ტორესის ნაცვლად, ხოსე ხიმენესს უხმო მინდორზე.

მიუხედავად იმისა, რომ “ატლეტიკო” მეორე ტაიმში 10 კაცით თამაშობდა მაინც უპირატესობას ფლობდა და ანტუან გრიზმანმა გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა მსაჯმა იქამდე დიეგო გოდინი დააჯარიმა და სტუმრებს საეჭვო ვითარებაში გაუუქმა გოლი. ანგარიშის გახსნის ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ არდა თურანსა და რაულ გარსიას, თუმცა კასილიას ვერ აჯობეს და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა – 0:0.

კვლავ შესანიშნავად გამოიყურება ალბერტო ბუენო, რომელიც ამჯერად დუბლით გამოირჩა. “რაიო ვალეკანომ” “გრანადასთან” გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი კორდობას გოლით დათმო, ხოლო მეორე ნახევარში ბუენომ 65-ე და 76-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. 94-ე წუთზე კი ემბარბამ დასვა წერტილი – 3:1.

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა “ბილბაომ”, რომელმაც გალისიაში “სელტა” დაამარცხა. ბასკებმა პირველი ნახევარი ადურისისა და სან ხოსეს გოლებით მოიგეს, ხოლო 64-ე წუთზე ხოაკინ ლარივეიმ ერთი ბურთი გაქვითა – 1:2.

ესპანიოლი – ატლეტიკო 0:0


ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-4-2): კასილია, ჰ.მორენო, ალვარო, არბილია, დუარტე, ა.გონსალესი (კანიასი 46) ხ.ლოპესი, ვ.სანჩესი (სევილია 79), ვაზკესი, ს.გარსია, კაისედო (სტუანი 63).
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

ატლეტიკო (4-4-2): მოია, გოდინი, მირანდა, გამესი, ხუანფრანი, გაბი (თურანი 66), ტიაგო, კოკე, რ.გარსია, გრიზმანი (რ.ხიმენესი 82), ფ.ტორესი (ხ.ხიმენესი 45+4).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გაფრთხილებები: ალვარო, ვ.სანჩესი, ხ.ლოპესი - გაბი, ტიაგო, რ.გარსია
გაძევება: მირანდა 45+3
მსაჯი: ინიაკი ბიკანდი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 7(1)-14(6), ჯარიმა: 33-18, კუთხური: 6-7, თამაშგარე: 0-3, სეივი: 6-1

ეიბარი – ბარსელონა 0:2 (0:1)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (3-5-2): ხაიმე, ეკიზა, რ.ნავასი, ბოვედა, კასტელიანო, ერასტი (კაპა 58), ლარა, ბორხა, ვილა (დ.ბოატენგი 77), დელ მორალი (პიოვაკარი 69), ბერხონი.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, ბარტრა, პიკე, ადრიანო, მონტოია, რაფინია, რაკიტიჩი (ხავი 62), რობერტო, ნეიმარი (პედრო 70), სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: მესი 31 პენ;55.
გაფრთხილებები: ეკიზა
მსაჯი: დელ სერო გრანდე
ბურთის ფლობა: 30%-70%, დარტყმა: 13(2)-12(4), ჯარიმა: 14-3, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 0-1, სეივი: 2-2

რაიო ვალეკანო – გრანადა 3:1 (0:1)


მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ.ალვარესი, ზე კასტრო, ამაია, ქუინი (ემბარბა 63), ნ.მარტინესი, ბაენა, ტრაშორასი, კაკუტა, ლიკა (მანუჩო 63), ბუენო, ბაპტიშტაო (ემილიანო ინსუა 80).
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გრანადა (4-2-3-1): ოლაზაბალი, მურილიო, მაინცი, ემანუელ ინსუა, ნიომი, რ.პერესი, ფ.რიკო, მარკესი (იბანესი 73), როჩინა (რიკი 79), პიტი, კორდობა (ელ არაბი 89).
მწვრთნელი: აბელ რესინო

გოლები: 0:1 კორდობა (8), 1:1;2:1 ბუენო (65;76), 3:1 ემბარბა (94).
გაფრთხილებები: ბაენა, ამაია, ბუენო – რ.პერესი, ემანუელ ინსუა
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 16(8)-11(3), ჯარიმა: 15-8, კუთხური: 6-6, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-5

სელტა – ბილბაო 1:2 (0:2)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, კაბრალი, ფონტასი, მალიო, ხონი, კრონ-დელი, ა.ლოპესი (მინა 59), ა.ფერნანდესი, ნოლიტო, ორელიანა, ლარივეი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ეჩიტა, ლაპორტე, ბალენსიაგა, დე მარკოსი, სან ხოსე, ბენიატი, იბაი (იტურასპე 63), მუნიაინი, უილიამსი, ადურისი (გ.ფერნანდესი 55).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1 ადურისი (17 პენ.), 0:2 სან ხოსე (32), 1:2 ლარივეი (64).
გაფრთხილებები: ა.ფერნანდესი, კრონ-დელი, ორელიანა – ბენიატი, სან ხოსე, დე მარკოსი, სუსაეტა
გაძევება: სან ხოსე 85.
მსაჯი: მატეუ ლაოსი
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 16(5)-12(4), ჯარიმა: 14-12, კუთხური: 8-5, თამაშგარე: 4-1, სეივი: 2-4

თეგებილა ლიგა
0.125495