ფეხბურთი

21:43 | 14.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონის წარმატება აზერბაიჯანის თასზე

აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს ბაქოს “ინტერმა” და “სიმურგმა.” კახა ცხადაძის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხა ლენქორანის “ხაზარი,” გიორგი ჩიხრაძის “სიმურგმა” კი 3:0 სძლია “გაბალას.”

ლენქორანში გამართულ საპასუხო შეხვედრაში “ინტერმა” 3:0 დაამარცხა “ხაზარი.” ლაშა სალუქვაძემ მატჩი სრულად ჩაატარა, სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე ბაჩანა ცხადაძე კი 67-ე წუთზე ბრაზილიელმა ნილდომ შეცვალა. “ინტერის” განაცხადში იმყოფებოდა 35 წლი ქართველი მეკარე გიორგი ლომაია.

https://www.youtube.com/watch?v=E2oStnmcRsQ

“სიმურგისა” და “გაბალას” საპასუხო მატჩი 0:0 დასრულდა, პირველი შეხვედრა “სიმურგმა” 3:0 მოიგო, შესაბამისად ნახევარფინალში თამაშის უფლება ჩიხრაძის გუნდმა მოიპოვა.

https://www.youtube.com/watch?v=aMR8z7zrJ0A

ლიტვის ჩემპიონატის მესამე ტურში თამაზ ჩარგეიშვილის “შიაულიაე” “ჟალგირისთან” გასვლით შეხვედრაში დამარცხდა (2:3). 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა, 56-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

იტალიის რანგით მესამე ლიგაში ითამაშა ირაკლი შეყილაძემ. “სუდტიროლმა” “ნოვარას” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. “სუდტიროლის” 22 წლის ქართველი ფეხბურთელი ცვლილებაზე 73-ე წუთზე გამოვიდა.

სატურნირო ცხრილს 57 ქულით “ნოვარა” ლიდერობს, “სუდტიროლი” კი 42 ქულით მე-8 ადგილზეა.

საფრანგეთის რანგით მესამე ლიგაში 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ჩემპიონატის ლიდერი “პარიზი” საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა “სეტ რაფაელთან.”მასპინძელთა განაცხადში არ იმყოფებოდა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ამირან სანაია. სატურნირო ცხრილს 47 ქულით კვლავ “პარიზი” ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114357